in

ნახეთ: ვარსკვლავური ომებითა და მანდალორელით შთაგონებული ჭურჭელი

Corkcicle-ის დიზაინერთა მიერ შექმნილი ეს ორი ჭურჭელი პირველივე შეხედვისთანავე მოგხიბლავთ. იგი ვარსკვლავური ომებისა და მანდალორელის დიზაინით არის შთაგონებული, რასაც მარტივად შეამჩნევთ. იოდას ფინჯნის თავსახურზე, პერსონაჟის მსგავსად, ორი პატარა მწვანე ყურია დამატებული. თერმოსი კი მანდალორელის ფერებით არის შექმნილი. 

BOG
BOG

გარდა იმისა, რომ მას მომხიბვლელი დიზაინი აქვს, ჭურჭელი სამმაგი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინჯნის ხელში აღებისას მასში არსებული სითხის ტემპერატურა არ შეგაწუხებთ. მასალა ნაკაწრებისადმი მდგრადია და მის გარეცხვას ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც მარტივად შეძლებთ. მეტიც, იმისათვის, რომ მაგიდის ზედაპირი არ დაიკაწროს, მასზე სილიკონია დამაგრებული. 

ომის თემატიკაზე შექმნილი კრეატიული კამპანია უკრაინაში

კიბოს უჯრედის „ავატარი“ წამლების გამოსაცდელად შეიქმნა