“ვარსკვლავურმა ომებმა” ამჯერად მისთვის სრულიად უჩვეულო სფეროსა და პროდუქტში იჩინა თავი. ფილმის ახალი ნაწილი და თავის მოვლის საშუალება, უფრო კონკრეტულად კი სახის გამწმენდი ნიღბები ერთად სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ იაპონურმა ბრენდმა Ichidohido Honpo-მ ისინი მაინც დააკავშირა და ორიგინალური პროდუქტიც მიიღო. ფილმის პერსონაჟების ფორმის ნიღბები ჯერ უშუალოდ რომელიმე გმირად აქცევს მომხმარებელს, ხოლო შემდეგ კანის გასუფთავებაზე ზრუნავს.