27
Oct
2015

ჩინეთის დიდი კედელი დაპყრობილია – “Star Wars”

27 Oct 2015



რაც უფრო ახლოვდება “Star Wars”-ს მეშვიდე ნაწილის გამოსვლა “Disney”-ს მარკეტინგის განყოფილება სულ უფრო აქტიურად მუშაობს.

“Star Wars”-მა დაიპყრო ის, რისი დაპყრობაც ვერავინ შეძლო და “Star Wars”-ის ისტორიაში პირველად სარეკლამო კამპანია ჩინეთში განახორციელა. აქამდე ჩინეთში არც რაიმე სახის სარეკლამო კამპანია და არცერთი სერიის პრემიერა არ შემდგარა.

სწორედ ამიტომ, როდესაც “Disney”-მ ოფიციალურ პრემიერაზე ნებართვა მიიღო, საქმეს დიდი სერიოზულობით მოეკიდნენ და 500 “Star Wars”-ის ჯარისკაცი  ჩინეთის დიდი კედლის დასაპყრობად გაუშვეს.

განხილვა