ეჭვგარეშეა, რომ Starbucks-ის საფირმო სადღესასწაულო ჭიქები და მიქსები ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტრადიცია, რომელიც 1997 წელს დაიწყო, დიზაინერ სენდი ნელსონის დამსახურებაა — სწორედ მან შექმნა სადღესასწაულო ჭიქების პირველი ნაკრები, რაც მოგვიანებით დიდი ჯაჭვის პირველ რგოლად იქცა.
იმ დროისათვის სტარბაქსის ყველა დიზაინში არ გამოიყენებოდა ბოლო წლებში წარმოქმნილი წითელი. ამის ნაცვლად, მეწამულის, საფირონის, ზურმუხტისა და იისფრის ჩრდილებით მდიდარი ჭიქა იხილა საზოგადოებამ. ამასთან, ნელსონის მიერ შექმნილი დიზაინი საშობაო მოტივებით გამოირჩეოდა, ხელით მოხატული ფოთლებითა და ყავის მარცვლებით.
ახლა კი Starbucks-ის პირველი სადღესასწაულო კამპანიის 25 წლის იუბილეს პატივსაცემად, ბრენდმა წლევანდელი დიზაინის ოთხი ახალი ნაკრები წარმოადგინა. თითოეული მათგანი საჩუქრის შეფუთვას მოგვაგონებს… „ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით ჭიქებზე, როგორც პატარა საჩუქრებზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჩვენი მომხმარებლებისა და მაღაზიის პარტნიორებისთვის ერთგვარი საჩუქარი გახდება“, — განმარტა გარი ჯეიკობსონმა, Starbucks-ის წლევანდელი სადღესასწაულო კამპანიის კრეატიულმა დირექტორმა.
დიზაინერთა გუნდის მიზანი ნაცნობი სადღესასწაულო მოტივების კოლექციის შექმნა იყო — მათ შორის, ორნამენტების, ლენტებისა და ფიფქების. ასევე, ჭიქებს თან ახლავს სასაჩუქრე ნიშანი, რათა მომხმარებლებს პერსონალური წარწერის გაკეთება შეეძლოთ.
„ჩვენ ნამდვილად ორიენტირებულები ვართ სასიამოვნო გამოცდილების შექმნაზე — არ აქვს მნიშვნელობა, კლიენტი ავტოსადგომს სტუმრობს თუ ჩვენს ყავის მაღაზიას. რასაც შევეხებით, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველას დღეს ოდნავ მაინც გავახალისებთ სადღესასწაულო განწყობით“, — აღნიშნავს ჯეიკობსონი.