4
Jul
2019

Starbucks და Amazon, ფეხბურთზე, დოკუმენტურ სერიალს იღებენ

4 Jul 2019

Starbucks და Amazon, ფეხბურთის მხარდასაჭერად, ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბრენდები დოკუმენტური ფილმების სერიას იღებენ, შემდეგ კი უზრუნველყოფენ მათ გავრცელებასა და პოპულარიზაციას.

“This is Football” ექვსი, ერთსაათიანი ფილმის საერთო სახელწოდებაა და აგებულია ადამიანურ ისტორიებზე. ეძღვნება მათ, ვინც მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის უკან დგას და ამ ინდუსტრიას ქმნის. პერსონაჟები გლობალური მასშტაბით შეარჩიეს, მათ შორის არიან: ისლანდიელი, რუანდელი, იაპონელი და ესპანელი ფეხბურთელები.

დოკუმენტური სერიების სცენარის ავტორი John Carlin, კრეატიული დირექტორი James Erskine და აღმასრულებელი პროდიუსერი Jos Cushing არიან. პროექტს October Films და Brutal Media ახორციელებს.

Starbucks-ის მისიაა, ჩვეულებრივი ადამიანების შთაგონების წყაროდ იქცეს და გააერთიანოს საზოგადოება. ამას ბრენდი ყოველ დღე, საკუთარი რესტორნების ქსელში აკეთებს. ფეხბურთსაც იგივე ფუნქცია აქვს, შეუძლია, გააერთიანოს ხალხი მათი ასაკის, წარსულის თუ რწმენის მიუხედავად“,-ამბობს Starbucks-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯინა ვუდსი.

აღსანიშნავია, რომ ამბის თხრობასთან დაკავშირებულ პროექტებს ორივე კომპანია, ცალ-ცალკე აქამდეც ახორციელებდა – Amazon-ისთვის ეს კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი, სპორტული დოკუმენტური, Starbucks-ისთვის კი პირველი მრავალსერიანი კო-პრდუქცია იქნება.

Amazon-თან პარტნიორობით, Starbucks-ს ეძლევა საშუალება, ინტერნეტ ვაჭრობის პლატფორმის ძალიან დიდი აუდიტორია მოიცვას, რომლის წარმომადგენლებიც, რეგულარულად, იხდიან საწევრო გადასახადს ორიგინალი კონტენტის  მისაღებად. ოფიციალური სტატისტიკით, NFL-ის თამაშები,  Amazon-ზე 24.4 მილიონმა ადამიანმა ნახა. მთელი სეზონის განმავლობაში, პრაიმ წევრებმა კი „ცოცხალი თამაშების“ 1 მილიარდ წუთს უყურეს“, – წერს გამოცემა MarketingDive.

“This is Football”-ის პრემიერია 2 აგვისტოს, Amazon Prime Video-ზე შედგება. დოკუმენტური ფილმების სერიას მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ნახავენ.

განხილვა