Starbucks-მა სადღესასწაულო მენიუ უკვე გამოიტანა ყავის სახლებში, რასაც ახალი სარეკლამო კამპანია Drawn Together-იც მოჰყვა — კავშირის იმ მხიარულ მომენტებს ზეიმობს, რომლებიც სადღესასწაულო სეზონს განსაზღვრავს და წითელ ჭიქებზე დახატულ პერსონაჟებს გვაცნობს, რომლებიც ერთმანეთთან შესახვედრად ნებისმიერი მანძილის გავლაზე არიან თანახმა.
„წლევანდელ კამპანიაში სტარბაქსისთვის უნიკალური ელემენტები ჩავაქსოვეთ, დაწყებული მყუდრო ყავის სახლის ატმოსფეროთი და გაგრძელებული ხელით ნახატი ილუსტრაციებით, რომელთა ანიმაცია საკულტო სადღესასწაულო ჭიქებზე შევთავაზეთ მომხმარებლებს. თითოეული დეტალი იმისთვისაა, რომ ზუსტად ის სითბო და ერთიანობა გააღვიძოს, რომელიც სტარბაქსში სტუმრობას ახლავს თან. ჩვენ ასე უბრალოდ კი არ ვზეიმობთ დღესასწაულებს, არამედ ახალი ტრადიციების დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს და, ამასთან, პატივს მივაგებთ იმას, რაც ამდენი წელია, სტარბაქსს სადღესასწაულო მოგონებების ნაწილად აქცევს“, — განმარტავს ტრესი ლიებერმანი, სტარბაქსიდან.
კამპანიაზე Anomaly-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.












