ახალი კამპანია საკულტო ბრენდს მსოფლიოს ახალი სახელით The Starbucks Coffee Company აცნობს, თუმცა არსი იგივე რჩება — AC/DC-ის Thunderstruck-ის ფონზე ვხედავთ, როგორ იწყებენ ბარისტები ჯერ კიდევ ღამით მომზადებას იმისათვის, რომ დილით ცხელი ყავა თან გავიყოლოთ. პერსონალურ ინტერაქციებზე ამახვილებენ ყურადღებას, ამიტომ ჭიქებზე სახელების დაწერის პრაქტიკასაც გვაჩვენებენ და, ზოგადად, ასახავენ გამოცდილებას, რომელსაც საკუთარ ბარებში ქმნიან. ხელახლა ჰყვებიან ბრენდის ამბავს და მომხმარებლებს შეახსენებენ: the Starbucks you love is ready.
„Hello Again ჩვენს ფესვებთან დაბრუნების განცხადებაა, რაც ყავასა და ურთიერთობებს აღნიშნავს. მომხმარებლებისთვის საოცარ გამოცდილებას ვქმნით, დაწყებული ბარისტების პერსონალური ჩართულობით და დამთავრებული სასმელებით, რომლებსაც ამზადებენ. AC/DC-ის მუსიკის ენერგია კი Starbucks-ის სამყაროს ხელახლა წარმოდგენაში გვეხმარება“, — ამბობს ტრესი ლიბერმანი, Starbucks-იდან.
Starbucks-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Anomaly LA-მ იმუშავა.