საქართველოში პირველი სტარბაქსის გახსნა მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ბიზნესგარემოსთვის, რადგან მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი ოფიციალურად იწყებს ოპერირებას ქართულ ბაზარზე.
ახალ ქვეყანაში საქმიანობის დაწყება მხოლოდ ძლიერი ბრენდის არსებობას არ ნიშნავს – წარმატებისთვის აუცილებელია სანდო ადგილობრივი პარტნიორები და ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურა.
სს იშბანკი საქართველო ამაყობს, რომ საქართველოში სტარბაქსის საქმიანობის დაწყების პროცესში კომპანიის საბანკო პარტნიორის როლს ასრულებს. ბანკი უზრუნველყოფს ფინანსურ ინფრასტრუქტურასა და ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტ მხარდაჭერას, რაც კომპანიას საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში ეხმარება.
გადახდის სისტემების დანერგვა განხორციელდა სს იშბანკი საქართველოს პარტნიორ კომპანიასთან – Moka United Georgia-სთან თანამშრომლობით, რომელიც სპეციალიზირებულია გადახდის ტექნოლოგიების მიმართულებით და პროცესის სწრაფ და შეუფერხებელ განხორციელებას უზრუნველყოფს.
„საქართველოში პირველი სტარბაქსის გახსნა ჩვენი ბრენდისთვის განსაკუთრებული ეტაპია. ახალი ბაზრის წარმატებით ათვისებისთვის სანდო საბანკო პარტნიორის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ სს იშბანკი საქართველოსთან, რომლის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ჩვენი ფინანსური ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა გრძელვადიანი და წარმატებული იქნება“ – აჰადირ ოზბექ, Alshaya Group Eurasia-ის მმართველი დირექტორი
ეს პარტნიორობა ასახავს საერთო ძალისხმევას ხანგრძლივი თანამშრომლობის გზაზე და ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბრენდისათვის ძლიერი ადგილობრივი ფინანსური პარტნიორი საქართველოში წარმატებული შემოსვლისა და ზრდის პროცესში.
Starbucks x JSC Isbank Georgia: Partnering to launch a Global Brand in Georgia
The opening of the first Starbucks store in Georgia marks a significant milestone, bringing one of the world’s most recognized brands to the Georgian market.
Launching operations in a new country requires more than a strong brand—it requires trusted local partners and a reliable financial foundation.
As Starbucks establishes its presence in Georgia, JSC Isbank Georgia is proud to support the company’s banking operations, providing the financial infrastructure that helps enable its day-to-day business activities. Payment solutions were delivered with the support of Moka United Georgia, JSC Isbank Georgia’s partner company specializing in payment technologies, ensuring a seamless implementation process.
„Opening our first Starbucks store in Georgia is an exciting milestone for our brand. As we begin this journey, having a trusted banking partner is essential. We are pleased to work with JSC Isbank Georgia, whose support has played an important role in establishing our financial operations in Georgia. We look forward to a successful and long-term partnership,” – Bahadır Özbek Managing Director, Alshaya Group- Eurasia.
This partnership reflects a shared commitment to long-term collaboration and demonstrates how strong local financial partnerships contribute to the successful entry and growth of international brands in Georgia.
[R]











