in

Starbucks აპირებს, სრულად გადავიდეს მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელზე

Starbucks მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების წარმოებას იწყებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, 5 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, კალიფორნიაში საინტერესო კამპანია დაიგეგმა. როდესაც მომხმარებლები Starbucks-ის რესტორნებში სასმელს შეიძენენ, ჭიქების საფასურს არ გადაიხდიან, მაგრამ მოგვიანებით ქალაქში განთავსებულ სპეციალურ ურნებში უნდა მოათავსონ. შემდგომ ყველა ჭურჭელი პროფესიონალურად გაირეცხება, გასუფთავდება და ისევ დაუბრუნდება რესტორანს. 

BOG
BOG

კომპანია უკვე დიდი ხანია ატარებს ექსპერიმენტებს მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების განვითარების კუთხით, რადგან მიიჩნევენ, რომ გარემოს დაცვა მათი ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. ჯერ კიდევ 1985 წელს, Starbucks 10 ცენტიან ფასდაკლებას სთავაზობდა მომხმარებლებს, რომლებსაც რესტორანში საკუთარი ჭიქები მოჰქონდათ ყავის ჩასასხმელად, ხოლო 2013 წელს დაიწყო მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების გაყიდვა მხოლოდ 1 დოლარად.

„ახლა ეს არის ეკოსისტემა გლობალური ბრენდების, ადგილობრივი ბიზნესის, ქალაქის ლიდერებისა და საზოგადოების ჯგუფებისა, რომლებიც ერთად მუშაობენ. ინდუსტრია აცნობიერებს, რომ პარტნიორობა უფრო ადვილია, ვიდრე საქმის მარტო კეთება“, — თქვა ჰელენ კაომ, Starbucks-ის მრავალჯერადი გამოყენების განყოფილების დირექტორმა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიას სურს, რომ მომხმარებლის წინაშე არსებული ყველა შეფუთვა იყოს ხელახლა გამოყენებადი, გადამუშავებადი ან კომპოსტირებადი 2030 წლისთვის. 

„გარემოსდაცვითი დაპირება არის ჩვენი ბიზნესის ძირითადი ნაწილი და, მიგვაჩნია, რომ მომავალში მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების ნივთები, ან გადამუშავებადი მასალა უნდა გამოვიყენოთ“, — აღნიშნავს  მაიკლ კობორი, Starbucks-ის მდგრადი განვითარების მთავარი ოფიცერი.

პერფექციონიზმის 5 ტიპი — რომელი ხართ თქვენ?

Spotify-მ მუსიკის მოყვარულების საზაფხულო სიმპტომები გამოავლინა