in

Starbucks ახალ web3 გამოცდილებას ქმნის — რას სთავაზობს ის მომხმარებლებს?

Starbucks Coffee Company-მ ბრენდირებული web3 გამოცდილების გაშვება დააანონსა. Starbucks Rewards-ის ლოიალობის პროგრამასთან დაკავშირებული Starbucks Odyssey აშშ-ის მომხმარებლებს და კომპანიის თანამშრომლებს ციფრული კოლექციური აქტივების მოპოვებისა და შეძენის შესაძლებლობას მისცემს — ისინი ახალ სარგებელსა და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს თითოეულ პიროვნებას.

მიმდინარე წლის მაისში, როდესაც  ბრენდმა თავისი მომავალი web3 გამოცდილების შესახებ ისაუბრა, იგი აღწერა, როგორც „ციფრული მესამე სივრცე“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ერთგვარი შუამავლის როლს შეასრულებს სახლსა და სამუშაო ადგილს შორის. „სტარბაქსი ყოველთვის მესამე ადგილი იყო სახლსა და სამსახურს შორის, სადაც გარკვეულ სითბოს გრძნობთ ყავის, საზოგადოებისა და კუთვნილების კუთხით. ხოლო Starbucks Odyssey გამოცდილება გააფართოებს მესამე ადგილის კავშირს ციფრულ სამყაროსთან“, — განმარტავს სექტემბრის თვის მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი, ბრედი ბრუერი.

საგულისხმოა, რომ მიზნის განსახორციელებლად სტარბაქსი Polygon-თან თანამშრომლობს. ეს უკანასკნელი კომპანიებს ეხმარება, საკუთარი დეცენტრალიზებული აპლიკაციები (dApps) შექმნან და აამუშაონ. ინდუსტრიაში, რომელიც ცნობილია თავისი უზარმაზარი ნახშირბადის ნაკვალევით, პოლიგონი მდგრადი განვითარების ნაწილად პოზიციონირებს. ეს პარტნიორობა Starbucks-ს საშუალებას აძლევს, თავისი ახალი web3 გამოცდილება შექმნას, როგორც მისი ვალდებულება, შეამციროს ნახშირბადის, წყლისა და ნარჩენების ემისიები.

Starbucks Odyssey-ს სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს მარკეტინგს, სათამაშო კონტენტს და ვირტუალურ კოლექციონერებზე ექსკლუზიურ წვდომას, მიჰყვება საკვებისა და სასმლის ბრენდების უფრო ფართო ტენდენციას — ანუ, ინტერნეტის კაპიტალიზაციას ცდილობს. Starbucks-ის web3 გამოცდილება ხელმისაწვდომი იქნება Starbucks Rewards-ის წევრებისთვის. ისინი შეძლებენ, NFT „მოგზაურობის შტამპი“ მიიღონ, თამაშებისა და გამოწვევების სერიის მეშვეობით. ასევე, შეეძლებათ შეზღუდული გამოცემის მარკების შეძენა, რისთვისაც NFT-ის ციფრულ ბაზარს გამოიყენებენ.

თითოეულ NFT-ის ექნება ქულები, რომელთა ღირებულება განსხვავდება ვირტუალური ტოკენის იშვიათობიდან გამომდინარე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელთა ქულები დროთა განმავლობაში გაიზრდება, განბლოკავს წვდომას უნიკალურ უპირატესობებზე და გამოცდილებაზე, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა შემოთავაზებული. ეს მოიცავს, როგორც ვირტუალურ მასტერკლასებს, ისე ბრენდის ფილიალებში ვიზიტს.

Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნა

York Holding Group-ის გლობალური მასშტაბით ტრანსფორმაცია