თუ, რა თქმა უნდა, გრინჩი არ ხართ და საახალწლო განწყობა თქვენში ტემპერატურის კლებისთანავე დგება, მაშინ კომპანიების წინასაახალწლო მზადებითაც მოიხიბლებით. ყოველი შემთხვევისთვის სტარბაქსის სადღესასწაულო ჭიქებს უყურადღებოდ ვერ დატოვებთ. ამ წლის კოლექციის თემა Share the Joy გახლავთ, რომელიც 5 დიზაინით იქნება წარმოდგენილი.
ცხელი სასმლისთვის Party Plaid-ს, Peppermint Swirl-ს, Ribbon Spool-სა და Bauble Wrap-ს გვთავაზობენ, ხოლო ცივი სასმელების ჭიქების დიზაინზე სადღესასწაულო ბრჭყვიალები და ბურთები იქნება დატანილი. „მაჯენტას“ ფერები, ანუ იასამნისფერ-ვარდისფერი ტონები სადღესასწაულო წითელ და მწვანე ფერებთან არის გაერთიანებული. გამორჩეული დიზაინის ჭიქები კი სადღესასწაულო სეზონისთვის ექსკლუზიური სასმლით გაივსება — „სტარბაქსის სადღესასწაულო ჭიქები შეფუთული საჩუქრებია ჩვენი ბარისტებისა თუ მომხმარებლებისთვის…“.
ამგვარად, Starbucks-ის სადღესასწაულო ჭიქები კოლექციის ნაწილადაც იქცა, თანაც მრავალჯერადია და რამდენიმე თვის წინ ისიც გავიგეთ, რომ ათასობით დოლარადაც შეიძლება გაიყიდოს…
„პატივი გვაქვს, ვიყოთ ჩვენი მომხმარებლების სადღესასწაულო ტრადიციების ნაწილი და გავიგოთ მათგან, რომ სტარბაქსის სადღესასწაულო ჭიქები სეზონის დადგომაზე მიანიშნებთ“, — განმარტავს კამერონი.