როგორი ყავა გიყვართ — შავი, კაპუჩინო, ლატე, ცივი თუ ესპრესო ან რაიმე სხვა? Starbucks-ის ახალ კამპანიას თუ დავუჯერებთ, ამ არჩევანსაც კი ვარსკვლავები განსაზღვრავს… ბრენდის სახელშიც ხომ იმალება ეს სიტყვა და ახლა ასტროლოგიაზე დაფუძნებული კამპანიითაც გადაწყვიტა პოზიციონირება, რათა „ვარსკვლავებით შერჩეული“ ყავა შესთავაზოს მომხმარებლებს.
Starbucks Star Signs, ეს არის ინტერაქციული ვებგვერდი, რომელიც ნებისმიერ მსურველს ასტროლოგიაზე დაფუძნებულ ყავას სთავაზობს — სხვა სიტყვებით, იმ ვერსიას, რომელიც „ვარსკვლავებისგანაა ნაკარნახევი“ და იდეალურად გამოხატავს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის ძლიერ მხარეებს. გარდა სასმელებისა, პლატფორმა მომხმარებლების ძლიერ მხარეებს, გაზაფხულისთვის შესაფერის ფერსა და ყვავილსაც ავლენს.
მაგალითად, ბრენდის თქმით, ტყუპების ტემპერამენტიდან გამომდინარე, მათთვის „ტროპიკული სამოთხის სასმელი“ საუკეთესო არჩევანია; ექსპრესიული და იდუმალი მორიელისთვის კი — დარიჩინიანი და კარამელიანი ყავა.
ეს სახალისო კამპანია 20 აპრილს სრულდება.