in

კალამი – ახალი გადახდის მეთოდი იაპონურ სტარბაქსში

იაპონიაში, Starbucks ანგარიშსწორებისას ახალ მოწყობილობას იყენებს და ეს არის კალამი. “Starbucks Touch: The Pen,” – ასე უწოდებენ მას სტარბაქსის ვებგვერდზე. მოწყობილობაში ჩაშენებულია წამკითხველი, რომელიც, თავის მხრივ, იაპონელი მომხმარებლის ელექტრონულ საფულეს უკავშირდება. შესაძლოა, გადახდის მსგავსი მეთოდი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც სეირნობისა და ყავის მირთმევის რიტუალისას, სმარტფონისგან თავის შორს დაჭერას არჩევენ (რადგან, იაპონიაში ძალიან ხშირად იხდიან სმარტფონებში ჩაშენებული ელ. საფულეებით). აღსანიშნავია, რომ ეს სტარბაქსის Touch ხაზის მეოთხე პროდუქტია, რომელიც იაპონიაში იცდება. მანამდე, დროებითი აქციის სახით, მომხმარებლებს ტელეფონის ჩასადებებსა თუ პატარა ხელჩანთებში ინტეგრირებული გადახდის მეთოდით სარგებლობა შეეძლოთ.

სტარბაქსი მსგავს კალმებს ყიდის. ის შავ, ვერცხლისფერ და თეთრ ფერებშია ხელმისაწვდომი, მისი ფასი კი 4000 იენია, ანუ, დაახლოებით, 37 დოლარი.

იაპონური მზის მოტაცება ქართულ ანიმაციაში – „შეერკინე მსოფლიოს“

ჩემი მანტრა და კრეატიული სუპერგმირები – Ad Black Sea 2019-ის მეორე დღე