„სტარბაქსის“ ემოციური ვიდეორგოლი ტრანსგენდერ მამაკაცზეა. რომელმაც თავისი ნამდვილი სახელი პირველად სწორედ ამ ბრენდის ერთ-ერთ მაღაზიაში წარმოთქვა.
სიუჟეტში ვხედავთ დეპრესიაში მყოფ ტრანსს, რომელსაც ჯემას ეძახიან და რომლის მოსმენაც, განსაკუთრებით, მამისგან, მას დიდ ტკივილს აყენებს.
-თქვენი სახელი? – ეკითხება მას „სტარბაქსის“ ბარისტა.
-ჯეიმსი, – პასუხობს ის.
და როდესაც მისი სასმელი გამზადდება, მას მიმართავენ, როგორც ჯეიმსს.
სტარბაქსისი ბოლო კამპანია #რაგქვია (#WhatsYourName) ტრანს და არაბინარულ (ქოლგა ტერმინია, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინარულ სისტემაში) ადამიანებს მოტივაციას აძლევს, რომ თავიანთი სახელები თამამად გააჟღერონ.
„სტარბაქსში“ შენი სახელის ჭიქაზე მიწერა და შემდეგ, ბარისტას მიერ მისი წარმოთქმა ჩვენი თბილი კეთილგანწყობის გამოხატულებაა. ვინც არ უნდა იყო, „სტარბაქსი“ შენთვის ღიაა“.
ინტერნეტ მომხმარებლებმა თავიანთი გამოცდილებაც გააზიარეს და როგორც ერთი წერს, „სტარბაქსი“ პირველი ადგილი იყო, სადაც მან საკუთარი ახალი სახელი პირველად წარმოთქვა.