„ამ ზამთარში Starbucks-ში ყველასთვის არის ცივი, ცხელი, ნაღებიანი თუ ნაღების გარეშე სასმელები, არის ნებისმიერი გემოვნების, სურვილისა და განწყობისთვის“- ასე წარადგინა მსოფლიოში ცნობილმა ყავის ბრენდმა ზამთრის კამპანია, რომლის საკომუნიკაციო ვიდეორგოლებში არც სიცივეა, არც თოვლი და არც ზამთარი – ამჯერად, „სტარბაქსმა“ გადაწყვიტა, სითბოსა და მზეზე გაეკეთებინა აქცენტი და ასე შეექმნა, წელიწადის ამ დროს, მომხმარებლებისთვის კარგი განწყობა.












