Starbucks-მა გადაწყვიტა, თავის პროდუქციას ცოტა მეტი ჯადოსნობა შესძინოს და მომხმარებლები ყველაზე საოცნებო სამყაროში ამოგზაუროს. ასე Walt Disney Company-სთან თანამშრომლობა, რათა ორმა საკულტო ბრენდმა აქსესუარების შთამბეჭდავი კოლექცია შექმნას.
საყვარელი პერსონაჟები, როგორებიც არიან მიკი მაუსი, ჩიპი და დეილი, დამბო, სტიჩი და ა. შ., კოლექცია Relive the Magic Together-ის ნაწილები ხდებიან. თითოეული მათგანი ნოსტალგიისა და ბედნიერი მოგონებების სამყაროში გვამოგზაურებს. თანაც გამოსახულებები ისეთ ნივთებზეა დატანილი, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ — პირველ რიგში, ეს ხელმისაწვდომობის გათვლას ემსახურება. ასევე, სიმბოლურად მიანიშნებს იმაზე, რომ უკვე ზრდასრული ადამიანებისთვისაც ყოველთვის მოიძებნება დისნეის ადგილი ამ ქაოსურ სამყაროში.
„გვინდოდა, შემოქმედებითად წარმოგვედგინა, თუ როგორ შეიძლება ჩვენი საყვარელი დისნეის პერსონაჟები მეგობრობის მცირე მომენტებით ერთად დატკბნენ. სტარბაქსის სტილით და ჭეშმარიტი კავშირების დამყარების გზავნილით, თითოეული ანიმაციური გმირი მომხმარებელთა განწყობის გაუმჯობესებას და ნოსტალგიური სითბოს აღძვრას ემსახურება“, — აღნიშნავს სამუელ ფანგი, Starbucks Asia Pacific-ის პროდუქტებისა და მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი.