წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, „სთარქომ საქართველოს“ 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ. სააგენტოს სიახლეებსა და მიღწევებზე „სთარქომ საქართველოს“ მარკეტერი თათუკა ყვავაძე გვიყვება.
წელს, ჩვენთვის ძალიან დატვირთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო. ჩვენი პარტნიორების სიას დაემატა ისეთი დიდი ბრენდები, როგორიც Mondelez (თავისი 7 ბრენდით: Toblerone, Milka, Alpen Gold, 7Days, Barni, Oreo, Dirol) და Novartis-ია, ასევე კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ Lexus-ის ტენდერში, რაც განსაკუთრებულად გვახარებს.
პორტფოლიოში ბრენდების მატება ჩვენი გუნდის ზრდაზეც აისახა – დაგვემატა რამდენიმე უცხოელი თანამშრომელი, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილებას გვიზიარებენ. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, უფრო მეტ ენერგიას, ძალას და შემართებას გვაძლევს.
ვიტყოდი, რომ წელს, განსაკუთრებული და ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ცვლილება ჩვენი ბრენდის განახლებული სტრატეგია და ვიზუალური იდენტობაა – ჩვენი ექსპერტიზა სრულად მოიცავს მარკეტინგულ კომუნიკაციებს, ამიტომაც გავხდით მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო. ამასთანავე, დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიზნესის წარმატებისთვის მომხმარებლის ქცევის, აზრების, დამოკიდებულებების ‒ სხვაგვარად რომ ვთქვათ „ინსაითების“ ცოდნა უმნიშვნელოვანესია. სწორედ მათი მოტივაციის შეცნობა გვეხმარება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც კომპანიის ზრდაზე აისახება, ამიტომ ჩვენი ახალი საკომუნიკაციო მესიჯიც სწორედ ამას გულისხმობს ‒ Move people, move business.
რაც შეეხება ჩვენს სამომავლო მიზნებსა და გეგმებს, ჩვენი მიზანი ადგილობრივი ბაზრისთვის გლობალური გამოცდილების გაზიარებაა, რაც უსასრულო პროცესია. ეს უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს ისეთ ინოვაციებს, როგორიცაა: ანალიტიკა, ციფრული ტექნოლოგოები, არხების/პლატფორმების შესყიდვების განსხვავებული მიდგომები, გლობალურად აპრობირებული ინსტრუმენტების დანერგვა და სხვა.