in

Starcom Georgia – გლობალური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა და მეტი, ვიდრე მედია სააგენტო

Visa, Lexus – ეს იმ კომპანიების უმცირესი ჩამონათვალია, ვისი სახელებიც ყველას გვეცნობა და ვისთანაც კომპანია Starcom თანამშრომლობს. გლობალური ჰოლდინგი Starcom 2000 წელს, როგორც საერთაშორისო მედია ქსელი ჩამოყალიბდა და სიდიდით მესამე საკომუნიკაციო ჯგუფია მსოფლიოში. კომპანიის მთავარი ღირებულება ადამიანებზე ზრუნვაა, შესაბამისად, ის პოზიციონირებს, როგორც ბრენდი, რომელსაც სურს, რომ ნდობას იწვევდეს მომხმარებელში.

მსოფლიო მასშტაბით ბევრი სარეკლამო და მედია სააგენტოა, თუმცა Starcom ყოველთვის უსვამდა ხაზს იმას, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე სააგენტო. კომპანია აქტიურად იყენებს მონაცემთა ანალიზსა და უახლეს ტექნოლოგიებს, რომელიც ბიზნესს, კრეატიულობასა და ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ეკატერინე სამადაშვილი პროფესიით სოციოლოგია. მისი ინტერესების ერთ-ერთი ძირითადი სფერო მასების ფსიქოლოგიის შესწავლა იყო, ამიტომ მედია სააგენტოს თავისი არჩევანი ორგანულად დაუკავშირა, დიდი გამოცდილება შეიძინა სარეკლამო ბიზნესში და დღესდღეობით ზემოთ ხსენებული გლობალური კომპანიის ქართული წარმომადგენლობის, Starcom Georgia-ს CEO-დ გვევლინება, რომელიც ცდილობს, რომ მამოტივირებელი გარემო შექმნას კომპანიაში და Starcom Georgia-ის ღირებულებები საქართველოშიც დანერგოს. პირადად ეკატერინესთვის კი მთავარი მოტივაცია ყოველდღიური გამოწვევები, განვითარებული დამკვეთები და რეალიზებული თანამშრომლები არიან.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს ეკატერინე სამადაშვილთან, რომელშიც მისი კარიერული გზა და Starcom Georgia-ს საქმიანობა მიმოვიხილეთ:

M: ეკატერინე, მიმოვიხილოთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა და როგორ განვითარდა?

სარეკლამო სფეროში 2000 წელს  შემთხვევით აღმოვჩნდი, ამიტომ ჩემი კარიერა საფუძვლებიდან დაიწყო. კარიერულ წინსვლასთან ერთად ბევრი ცოდნა შევიძინე, იყო ბევრი დიდი პროექტები და ამ გამოცდილებით მივედი  Starcom-ის პარტნიორობამდე.

სარეკლამო ბიზნესი საოცარი სფეროა, რომელიც  მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მან მე, განათლებით სოციოლოგს, განმივითარა კრეატიული მიდგომები, ისეთ აბსოლუტთან მიმართებითაც, როგორიც ციფრებია.

M: Starcom-ისა და თქვენი ერთობლივი მოგზაურობა როგორ დაიწყო? როგორ შედგა ურთიერთობა გლობალურ ბრენდთან?

Starcom-თან ურთიერთობა დაიწყო 2009 წელს, როდესაც 9 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში. პირველი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა რომ კონკრეტულ რეგიონში Starcom-ის პარტნიორი გავხდებოდი. ამ დღიდან გავედით ეროვნულიდან საერთაშორისო ბაზარზე, რასაც მოჰყვა ბევრი უძილო, მაგრამ ძალიან საინტერესო ღამე. ჩვენ შევიძინეთ ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება. ამ სფეროში არის ბევრი გამოწვევა, განსაკუთრებით გამოვყოფდი აუდიტორიის ქცევის მუდმივ დინამიკას, რასაც სწორი სარეკლამო კომპანია ფეხდაფეხ უნდა მიჰყვეს და განჭვრიტოს მომხმარებლის ქცევის სამომავლო ტრენდები და მიმართულებები. აღნიშნულის შესწავლა არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო დამკვეთები, როგორებიც არის P&G, Visa , Mondelez,Lexus და ა.შ. გვეხმარებიან, მათთან ერთად ამოვიცნოთ და წარმატებულად ვიმუშაოთ ქართულ მედია ბაზარზე.

M: რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც კომპანიასთან თანამშრომლობა გადაგაწყვეტინათ  დღეს, როგორც CEO როგორ კორპორაციულ გარემოს ქმნით კომპანიაში?

ვხდებოდით დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რაც გვაძლევდა უსაზღვრო განვითარების საშუალებას ლოკალურ გარემოში და მათგან უდიდესი გამოცდილების მიღების შანსს – ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი.

რაც შეეხება გარემოს, ჩემთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული გარემო იყოს კომფორტული, მოტივაციის მიმცემი და პოზიტიური, ისეთი, რომელიც თანამშრომელს აძლევს საშუალებას გამოხატოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ჩემთვის იდეალური საორგანიზაციო სტრუქტურა Poietic Organization-ს ეყრდნობა. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ბედნიერი და რეალიზებული თანამშრომელი, ეს სამუშაოს ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს, რაც ნიშნავს კმაყოფილ დამკვეთს, ეს კი ყველა ბიზნესის წარმატების ბაზისია. აგრეთვე მინდა აღვნიშნო ჩვენი კომპანიის გამორჩეული მხარე: აგერ უკვე 13 წელია ვეძებთ, ვზრდით და შემდგომი განვითარების საშუალებას ვაძლევთ სარეკლამო სფეროში ან დამკვეთის მხარეს ნიჭიერ, მიზანდასახულ და შრომის მოყვარე ახალგაზრდებს. 

M: თქვენი ხედვით, რას ნიშნავს Starcom-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა? რითაა მნიშვნელოვანი ის ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებისთვის?

Starcom-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ბრენდებს საქართველო, როგორც ბაზარი სტრატეგიულად აინტერესებთ. საერთაშორისო დამკვეთების გამოჩენა კი მოტივატორია  ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებისთვის, ზუსტად ეს არის ეკონომიკის განვითარების სწორი მოდელი. ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენ/ ჩვენს დამკვეთებთან ერთად წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

M: როგორ შეაფასებდით საერთაშორისო კორპორაციულ გარემოს? როგორ გეხმარებათ ის ზრდაში?

თითოეული ახალი თუ მიმდინარე საქმის მიხედვით გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს გლობალურ ჯგუფთან, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 000 სპეციალისტისგან შედგება. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ გლობალურ გარემოში საზღვრები იშლება და ყველანი ვმუშაობთ როგორც ერთი იმისთვის, რომ ჩვენი გლობალური დამკვეთები იყვნენ კმაყოფილნი მსოფლიოს ყველა წერტილში. ასეთი დამოკიდებულება საქმისადმი ძალიან წარმატებულ შედეგს იძლევა და ძალიან დიდი ზრდის საშუალებას გვაძლევს ლოკალურად.

[R]

„სამყარო ერთი დიდი ქაოსი იქნებოდა მუსიკის გარეშე“ — სანდრო გეგეჭკორი

BTU-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროდუქტები წარადგინა