in

„სთარქომ საქართველო” ნამდვილადაა ადგილი, სადაც შეგიძლია იმუშაო თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში” – ნუცა მემარნიშვილი

თანამედროვე, პასუხისმგებლობიანი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებს ჯანსაღ კორპორაციულ გარემოში მუშაობის საშუალება შეუქმნან. მათ რიცხვს მიეკუთვნება სარეკლამო სააგენტო Starcom, რომელიც Publicis Groupe-ის საერთაშორისო ქსელის საამაყო ნაწილია. სტატიების ამ სერიაში გიამბობთ Starcom Georgia-ს გუნდზე, რომელიც არაერთ სპეციალისტს აერთიანებს. ამჯერად ნუცა მემარნიშვილს გაგაცნობთ, რომელიც Starcom Georgia-ს იურისტია. ის საკუთარ კარიერულ გზასა და პროფესიულ განვითარებაზე გვიყვება. ნუცა დაარსების დღიდან Starcom Georgia-ში მუშაობს და კომპანიის ღირებულებები მის პირად ღირებულებებს ემთხვევა, რაც მას თავს ჯანსაღ სამუშაო გარემოში აგრძნობინებს.

M: ნუცა, როგორ შეარჩიეთ თავის დროზე პროფესია?

ჩემი გადაწყვეტილება, ამერჩია იურისპრუდენცია, სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ იურისტის პროფესიას ვხედავდი და ვხედავ, როგორც სამართლიანობის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის ადვოკატირების საშუალებას. 

M: როგორი იყო პირველი ნაბიჯები, რომლებიც კარიერული კუთხით გადადგით?

პირველი სამსახური ერთ-ერთ მედია ჰოლდინგში დავიწყე, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, საფუძვლიანად გავცნობოდი მედია კანონმდებლობას. მუშაობის დროს აქტიური ურთიერთობა მქონდა უცხოელებთან, ეს კი შესანიშნავი გზა იყო მიმეღო პრაქტიკოსი იურისტის გამოცდილება. 

M: რა ფუნქცია-მოვალეობებს მოიცავს თქვენი პოზიცია Starcom Georgia-ში?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი ვარ კომპანიის სრულ იურიდიულ ოპერირებაზე, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომლების საქმიანობის კანონთან, ეთიკურ სტანდარტებსა და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ამ რთულ ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და შეფასება, მათი შემცირების სტრატეგიების შემუშავება და მართვა. დაკისრებული მაქვს  სხვადასხვა ფუნქცია და მოვალეობები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სააგენტოს სამართლებრივად  სწორი ოპერირება და კლიენტების მომსახურების შესაბამისობა სათანადო კანონებსა და რეგულაციებთან.

M: როგორ მოხვდით კომპანიაში Starcom Georgia? რამდენი ხანია, რაც ამ კომპანიაში მუშაობთ და როგორ გეხმარებათ ის განვითარებაში?

2009 წელს გლობალური ბრენდის ქართული წარმომადგენლობის გახსნა ჩემთვის საინტერესო მოვლენა იყო. Starcom Georgia-ში მისი დაარსების დღიდან მოვხვდი, ეკატერინე სამადაშვილის დახმარებით. ეს არის კომპანია, რომელიც მაძლევს ღირებულ შესაძლებლობებს, განვავითარო ჩემი უნარები და გამოცდილება სხვადასხვა გზით, როგორიცაა წვდომა ინდუსტრიის საერთაშორისო ტენდენციებსა და იურიდიულ მოვლენებზე, საერთაშორისო კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა,  ჯვარედინი ფუნქციური თანამშრომლობა სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალებთან.   შესაძლებლობა მაქვს, გავეცნო და გავაზიარო ინტელექტუალური საკუთრების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა, მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და სხვა.

M: რა არის ის ღირებულებები, რამაც კომპანიასთან თანამშრომლობა გადაგაწყვეტინათ?

ღირებულებებიდან გამოვარჩევდი უმთავრესად იმას, რომ „სთარქომ საქართველო” ნამდვილადაა ადგილი, სადაც შეგიძლია იმუშაო თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში. აქ მუდმივად გაქვს შეგრძნება, რომ მარტო არ ხარ და შენზე ზრუნავენ. ესაა ადგილი, სადაც შეგიძლია, განვითარდე პიროვნულად და პროფესიულად. ღირებულებებიდან მნიშვნელოვანია აგრეთვე ნდობა და რეპუტაცია. წლების მანძილზე ჩვენმა სააგენტომ დამსახურებულად მოიპოვა და შეინარჩუნა სანდო პარტნიორის სახელი, რაც გამოიხატება ჩვენი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კლიენტების ლოიალურობაში.   

M: რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც სამომავლოდ დაიწყებს სთარქომში მუშაობას?

მიმაჩნია, რომ სთარქომ საქართველო  ინდუსტრიის ტენდენციებისა და ტექნოლოგიების წინა პლანზე დგას. ადამიანს, ვინც სამომავლოდ დაიწყებს სთარქომ საქართველოში მუშაობას და სურს განვითარება, ვურჩევდი, რომ იყოს: ცნობისმოყვარე, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, ისწავლოს კოლეგებისგან, დასვას კითხვები და ეძებოს უკუკავშირები. 

[R]

ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ახალი აკადემიური დირექტორი ჰყავს — როგორია სამომავლო გეგმები?

Ad Black Sea 2023-ის ნამუშევრების შეფასება დაწყებულია! რა ეტაპებს გადის პროცესი და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან გამარჯვეულები