in

გლობალური ბრენდების მედია პარტნიორი, Starcom Georgia, თანამშრომლობასა და პროექტებზე გვიყვება

ლიდერობა, ერთიანობა, ინოვაციურობა, განვითარებადი სტრატეგიული გარემო და ეფექტურობა – ეს ძლიერი კომპანიის მთავარი მახასიათებლებია. თუ ბიზნესი ამ ყველაფერს ერთად მოიცავს, მას შეუძლია თქვას, რომ თანამედროვეობას მიჰყვება და აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. სწორედ ამ პრინციპებზეა აწყობილი ის საერთაშორისო ბრენდი, რომელზეც დღეს ჩვენს რესპონდენტთან ერთად საუბარს ვაპირებთ. სიღრმისეული დეტალებისთვის ინტერვიუს ნაწილს დაელოდეთ, მანამდე კი ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლებით და Starcom ჯგუფზე მოგიყვებით. 

Starcom მედია კომუნიკაციების ჰოლდინგია, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა ჩიკაგოში. მან საერთაშორისო ქსელი ჩამოაყალიბა, რომელიც დღესდღეობით 110 ქვეყანას აერთიანებს. იმ 110 ქვეყანას შორის, სადაც კომპანიაა წარმოდგენილი, 2009 წლიდან საქართველოც შედის და Starcom-ის ზოგად ღირებულებებს ჩვენთან მომუშავე გუნდიც სრულად იზიარებს. Starcom Georgia როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესთან თანამშრომლობს. მის პარტნიორებს შორის ისეთი დიდი ბრენდები არიან, როგორებიცაა: Lexus,  Procter & Gamble და მრავალი სხვა.

Starcom Georgia-ს კომუნიკაციების უფროსი მენეჯერი, ანი ოცხელი უკეთ გაგვაცნობს კომპანიის მუშაობის დეტალებსა და მის ხედვას:

M: ანი, მოგვიყევით კომპანია „სტარკომის” შესახებ: მის გლობალურ წარმომადგენლობასა და კერძოდ, Starcom Georgia-ს მუშაობაზე…

Starcom არის Publicis Media-ს ნაწილი, სადაც მის გარდა შედის კიდევ 5 საერთაშორისო მედია კომპანია. ერთ-ერთი მათგანი – Zenith მედია ასევე ოპერირებს ჩვენს ბაზარზე. Publicis Groupe არის მსოფლიოში სიდიდით მესამე საკომუნიკაციო ჯგუფი და ლიდერი – რეკლამის, ციფრული ტრანსფორმაციის, მარკეტინგის, ფროდაქშენის, კომუნიკაციების, კონსულტაციის, მედიის, ტექნოლოგიების, PR და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, უკვე თითქის 100-წლიანი ისტორიით.  

Starcom გლობალურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მარკეტერებთან და საერთაშორისო ბრენდებთან, მათ შორის: Bank of America, Best Buy, Coca-Cola, Kellogg Company, KraftHeinz, Novartis, P&G, Samsung, Visa, Mondelez და სხვა. მსოფლიო მასშტაბით 110 ქვეყანაში, 8,000-ზე მეტი თანამშრომელია. ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიებისა და მონაცემების ძალას, რომ შევქმნათ ადამიანებისთვის საინტერესო გამოცდილება და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს – დამკვეთებს სჭირდებათ.

M: რა სერვისებს სთავაზობს „სტარკომი” მომხმარებლებს?

ძლიერი და ინოვაციური მარკეტინგული და მედია აქტივობები შედგება არაერთი მნიშვნელოვანი საფეხურისგან, ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ აღვწერო თითოეული:

  • პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაწილია საფუძვლიანი კვლევა. ჩვენი გუნდი თითოეული პარტნიორისთვის და პროექტისთვის აგროვებს მონაცემებს ყველა არსებული თუ ჩვენით შექმნილი რესურსით, შემდეგ ხდება მათი გარჩევა ანალიტიკოსების ჩართულობით, ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ანალიზისთვის.
  • სრულყოფილ კვლევასთან ერთად ხდება სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოითხოვს – ბიზნესისა და მარკეტინგული მიზნების საფუძვლიან გაანალიზებას, სამიზნე აუდიტორიის მედიაში ქცევის საფუძვლიან შესწავლას, შესაბამისი პლატფორმების შერჩევას, მუდმივ შესწავლას და ადაპტაციას, შესაბამისი მიდგომის შემუშავებას.
  • შემდეგ ხდება კრეატიული კონტენტის შედგენა და მედია დაგეგმარება, რომელიც მოიცავს: ბრიფის შესწავლას, კრეატიულ გუნდთან ერთად იდეების გენერირებას, გადაწყვეტამდე მისავლას და რელევანტური მედიის დაგეგმვას.
  • შემდეგი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მედიის შესყიდვის პროცესი, რომელიც სრულდება: მედია გეგმის განხილვით, მოკვლევის საფუძველზე მედიის შესყიდვის სტრატეგიის შემუშავებით, საუკეთესო პირობების მოპოვებით მომწოდებელი პარტნიორებისგან, შეთანხმების შედეგად ინვენტარის დაჯავშნით და შესყიდვით, მუდმივი მონიტორინგის პროცესში საჭირო ცვლილებების მომენტალური განხორციელებით და რეპორტინგით.

M: სტარკომი საერთაშორისო კომპანიაა. რომელი ბაზრები აქვს მას ათვისებული და თუ აქვს თანამშრომლობა ქართულ წარმომადგენლობას დანარჩენებთან?

როგორც უკვე ვახსენე, სტარკომი მსოფლიო მაშტაბით – 110 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, რაც გვაძლევს წვდომას ნებისმიერი რეგიონის მიდგომასთან და გამოცდილებასთან. წამყვანი ბაზრებია: აშშ, კანადა, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, სამხეთ აფრიკა, პოლონეთი, MENA-ს რეგიონი და ა. შ. მათთან წვდომა საშუალებას გვაძლევს, ჩვენთან განვავითაროთ ადგილობრივი, როგორც მომწოდებელი პარტნიორები, ასევე დამკვეთები. Publicis Groupe-ს შექმნილი აქვს არაერთი ინსტრუმენტი, როგორც მონაცემების გამომუშავებისა და მასზე დაყრდნობილი ეფექტური სტრატეგიის ანალიზისთვის, ასევე განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისთვის. საერთაშორისო კოლეგების დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე ადაპტირების შედეგად, აქტიურად ვიყენებთ მათ, ეფექტური კამპანიებისთვის. 

M: რომელ ქვეყნებთან გაქვთ ყველაზე აქტიური თანამშრომლობა?

ძალიან აქტიურად გვაქვს კომუნიკაცია, ინგლისთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან მათ ყველაზე დიდი გამოცდილება, და განსაკუთრებული მიდგომები აქვთ, რისი ლოკალიზებაც ჩვენი მიზანია.

თითოეული პარტნიორისთვის სრულფასოვანი და გლობალური მომსახურებისთვის ყოველდღიური მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინელ პარტნიორებთან, პოლონეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ჩვენი მხრიდან ადგილობრივი გარემოებების ანალიზის მათთვის გაზიარებას, ერთობლივი გამოცდილებითა და მონაცემების მიხედვით კრეატიული/მედია სტრატეგიების შემუშავებას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, ყოველდღიური მონიტორინგის შედეგების ერთობლივ განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას და სხვა ნებისმიერ დეტალს, რაც ჩვენი საერთო მიზნისთვის – პარტნიორის კმაყოფილებისთვის არის საჭირო.

M: არის თუ არა განსხვავება ქართულ და საერთაშორისო მიდგომებს შორის?

განსხვავება, რა თქმა უნდა, შეინიშნება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს შორის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „სტარკომ საქართველო” არის საერთაშორისო მედია ჯგუფის წევრი, ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი და მხარდაჭერა, რათა მოვახდინოთ  საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ ბაზარზე ადაპტაცია. 

საერთაშორისო  მხარდაჭერის საფუძველზე ვასრულებთ არა მხოლოდ ბრენდის სურვილებსა და მოთხოვნებს, არამედ ვავითარებთ და ვაფართოებთ ბრენდის ხედვას და ვზრდით მათ ამოცანებს საერთაშორისო მიმდინარე ტენდენციების მიხედვით.

[R]

პოსტერები, რომლებიც მეხსიერების პრობლემებს გამოხატავს

„A Day of Peace“ — ვიდეორგოლი, როგორც აპოკალიფსური რეალობის სიუჟეტი