ილონ მასკის ტვიტში ვკითხულობთ, რომ SpaceX-ის პროექტი – Starlink, რომელიც გლობალური, თანამგზავრული ინტერნეტის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მიმდინარე წელს ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად, შიდა ტესტირება 3 თვეში დაიწყება, ხოლო დედამიწის მოსახლეობა მის გამოცდას, დაახლოებით, 6 თვეში შეძლებს. ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე ჩრდილოეთ განედი იქნება უზრუნველყოფილი, რადგან ეს დედამიწის ის ნაწილია, სადაც სოფლებში სათანადო ინფრასტრუქტურა არ არსებობს და ინტერნეტის მიწოდების არატრადიციული – თანამგზავრული გზების გამოყენებაა საჭირო.
მარტის მონაცემებით, SpaceX-ს დედამიწის ორბიტაზე 360 თანამგზავრი აქვს გაშვებული, დეკადის დასასრულისთვის კი მათი რიცხვი 12 000-მდე უნდა გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ასტრონომებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, რადგან, მათი თქმით, ამ რაოდენობის თანამგზავრის დაბალ ორბიტაზე გაშვება ღამის ცაზე დაკვირვების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.
Private beta begins in ~3 months, public beta in ~6 months, starting with high latitudes
— Elon Musk (@elonmusk) April 23, 2020