in

SpaceX Starlink-ის ინტერნეტს სატვირთო მანქანებში, ნავებსა და თვითმფრინავებში გამოიყენებს

ასევე, კომპანია ფოკუსირებულია მობილური კავშირის გაუმჯობესებაზეც

SpaceX მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის მოპოვებას ცდილობს, რათა სწრაფად მზარდი Starlink-ის ინტერნეტი მსუბუქ და სატვირთო მანქანებს, სავაჭრო გემებსა და თვითმფრინავებს დაუკავშიროს. ეს უდიდესი ნაბიჯია, რომელიც კომპანიის შეთავაზებებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.

“მომხმარებლებს აღარ სურთ, უარი თქვან ინტერნეტ კავშირზე, როგორც ქვეყნის მასშტაბით სატვირთო ავტომობილის, ევროპიდან აშშ-ს პორტში ტვირთის გადატანის თუ საერთაშორისო ფრენის დროს” – ნათქვამია SpaceX-ის განცხადებაში.

შესაძლებელია, რომ ამ ჩამონათვალში მსუბუქ ავტომობილებს ყველაზე დიდხანს მოუხდეს ლოდინი. როგორც ილონ მასკი ამბობს, ის მხოლოდ ვიწრო “ჩარჩოთი” არ შემოისაზღვრება და გეგმა ბევრად უფრო მასშტაბურია – Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი თვითმფრინავების, გემების, დიდი სატვირთოებისა და რეკრეაციული მანქანებისთვისაც იქნება განკუთვნილი.

მართალია, ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი როგორი დიზაინი ექნება მოწყობილობებისთვის განკუთვნილ ანტენებს, მაგრამ როგორც ნათქვამია, ისინი ელექტრონულად იდენტურია კომპანიის ტერმინალის ძველი ანტენისა. ახალ ანტენებს აქვთ მეტალის დეტალი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა მანქანებზე, გემებსა და თვითმფრინავებზე დამონტაჟდება. განსხვავებით Starlink-ის ამჟამინდელი ტერმინალებისა, რომლებიც უშუალოდ მომხმარებლების მიერ მონტაჟდება, ახალ ანტენების სწორად დამაგრებაზე “კვალიფიციური ინსტალატორები” იზრუნებენ.

ასევე, როგორც ჩანს, SpaceX ფოკუსირებულია მობილური კავშირის გაუმჯობესებაზეც. “Starlink-ის შეთავაზება ოპერატორებსა და მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ მომსახურებით, რომელიც პროდუქტიულობას გაზრდის”. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ კომპანიის თქმით, გაუმჯობესდება მობილური პლატფორმების უსაფრთხოებაც.

სტარტაპის გზა – გაგა დარსალია

„ჩემი გარაჟი“ – Myauto-ს ახალი პროექტი