აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს SpaceX-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომის საშუალებას აძლევს, რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. Sensor Tower-ის მონაცემების მიხედვით, 13 მარტს უკრაინაში ილონ მასკის სერვისის აპლიკაციამ, ჩამოტვირთვების რაოდენობით, პირველი ადგილი დაიკავა.
ანალიტიკური ფირმის თანახმად, Google Play-დან და App Store-დან აღნიშნული აპლიკაცია 1 დღეში გლობალურად, დაახლოებით, 21 000-მ მომხმარებელმა ჩამოტვირთა. მათი უმეტესობა კი სწორედ უკრაინაში იმყოფებოდა.
როგორც იცით, უკრაინაში Starlink თებერვლის ბოლოს გახდა ხელმისაწვდომი — მას შემდეგ, რაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა ილონ მასკს ტვიტერზე მიმართა ამ თხოვნით. ცხადია, მილიარდერმა მალევე შეასრულა თხოვნა და ინტერნეტკავშირისთვის საჭირო მოწყობილობები გაუგზავნა. ზუსტად ორ კვირაში კი შესაბამისი პროგრამის ჩამოტვირთვების რიცხვმა 98 000-სს მიაღწია.
სერვისის ვებგვერდის მიხედვით, Starlink მაღალი სიჩქარით უზრუნველყოფს ვიდეო ზარებს, ონლაინ თამაშებს, პირდაპირ გადაცემებს და სხვა აქტივობებს.










