Starlink-ის ინტერნეტი უკვე საქართველოშია! ამის შესახებ სტარლინკის ოფიციალურმა გვერდმა ტვიტერზე დაპოსტა.
ეს არის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ თანამგზავრთა უზარმაზარ სისტემას ეყრდნობა. ტრადიციული თანამგზავრული ინტერნეტსერვისისგან განსხვავებით, Starlink გაცილებით დაბალ შეყოვნებას ავლენს, რაც დადებითად აისახება ციფრულ სისწრაფეზე.

რაც შეეხება მის გამოყენებას, მომხმარებლები ამ ინტერნეტს სახლში დამონტაჟებული პატარა თანამგზავრული მიმღებით დაუკავშირდებიან. თავის მხრივ, თანამგზავრული ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან — უბრალოდ, უკეთესი სერვისისთვის უმჯობესია ანტენაზე ან სახურავზე დაყენება.
რა დაგიჯდებათ სტარლინკის ინტერნეტის „გაყვანა“?
სერვისის ყოველთვიური ღირებულება 160 ლარია. აპარატურის შესაძენად კი 1780 ლარია საჭირო, ხოლო მის ტრანსპორტირებას 235 ლარი სჭირდება.












