SpaceX-მა ახლახან დაიწყო წინასწარი შეკვეთები Starlink სატელიტური ინტერნეტ სერვისისთვის, თუმცა როგორც ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, სერვისზე წვდომის მოლოდინის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ცხოვრობთ.
ზოგიერთ რეგიონში Starlink 2021 წლის შუა რიცხვებში, ზოგიერთი კი 2022 წლისთვის ამოქმედდება. როგორც ახლა ირკვევა, მომსახურება საბოლოოდ თვიურად $99 ეღირება, სპეციალურ მოწყობილობას კი $499 დასჭრდება.
Starlink-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას უკვე ჰყავს 10 000 მომხმარებელი აშშ-ში, კანდასა და დიდ ბრიტანეთში. მისი ბეტა ვერსიის ტესტირება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და მიუხედავად დადებითი შედეგებისა, ილონ მასკისადმი სკეპტიკური განწყობა არ იცვლება. როგორც ჩანს, ამისათვის უფრო დიდი მასშტაბის შედეგების მიღებაა საჭირო.