in

Starlink-ის სერვისს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ინტერნეტ კავშირის მქონე ქვეყანა მიიღებს

ფილიპინები, ინტერნეტის ხარისხით, 92-ე ადგილიდან 83-ე ადგილამდე მერყეობს

veon
veon

SpaceX-ს სატელიტური ინტერნეტი Starlink მალე იქნება ხელმისაწვდომი ფილიპინებში, სადაც ინტერნეტის სიჩქარე ყველაზე ცუდია მსოფლიოში. Speedtest გლობალური ინდექსის თანახმად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა ამ კუთხით 92-ე ადგილიდან 83-ე ადგილამდე მერყეობს.

“სტარლინკის” ინტერნეტის სიჩქარე ამჟამად 50Mbps-სა და 150Mbps-ს შორისაა, მაგრამ ილონ მასკის თქმით, მისი სიჩქარე მიმდინარე წლის ბოლომდე გაორმაგდება, ქსელის ზრდასთან ერთად. ამ ეტაპისთვის, სულ 120-ზე მეტი Starlink-ის თანამგზავრია.

მართალია, ამ დროისათვის ინტერნეტის მიწოდება აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, გერმანიასა და ახალ ზელანდიაში იქნება შესაძლებელი, თუმცა მასკი გვარწმუნებს, რომ წლის დასასრულს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მიიღებს მას.

SpaceX ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ფილიპინების ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელთან და როგორც “Converge Information and Communications Technology Solutions”-ის აღმასრულებელი დირექტორი, დენის ენტონი ამბობს, შეთანხმება წარმატებით დასრულდა.

Starlink-ს თეორიული შესაძლებლობის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით სუსტი ინტერნეტი მაღალსიჩქარიანით ჩანაცვლდება. “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფიჭურ ინტერნეტს ყოველთვის უპირატესობა ექნება, მკვრივ ურბანულ ადგილებში. თანამგზავრები კი საუკეთესოა მოსახლეობის დაბალი და საშუალო სიმჭიდროვის ადგილებში” – აღნიშნა მასკმა გასულ თვეში.

სამწუხაროდ, Starlink-ის ირგვლივ ახალი კრიტიკა წარმოიქმნა – ასტრონომთა კოალიციის თქმით, სატელიტების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს დაკვირვებებს და საბოლოოდ შეამციროს სამეცნიერო აღმოჩენები.

გამოიყენეთ ხელოვნება თქვენი გუნდის მოტივაციის აღსადგენად

გონებრივი სიფხიზლის ვარჯიში სამსახურში – გვვნებს, თუ გვჭირდება?