SpaceX-ის განცხადებით მის სატელიტურ ინტერნეტ-სერვისს, Starlink, 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ილონ მასკის მიერ შექმნილი ქსელი უკვე 100/20Mbps ინტერნეტის სიჩქარეს ან კიდევ უფრო მეტს უზრუნველყოფს.
“Starlink-ის შედეგი არც თეორიულია და არც ექსპერიმენტული” – ნათქვამია განცხადებაში. როგორც იცით, ილონ მასკს სატელიტური სერვისით ინტერნეტის სიჩქარის გაუმჯობესება სურს და სწორედ ამიტომ იგზავნება ორბიტაზე ათასობით სატელიტი. ახლაც, ხუთშაბათს კიდევ 60 მფრინავი როუტერი გაეშვა კოსმოსურ სივრცეში.
კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ დეკემბერში SpaceX-ს თითქმის 885.5 მილიონი აშშ დოლარი გადასცა, პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შემოტანას.