ამ ამბის უკან კვლევა დგას, რომელიც გვეუბნება, რომ 10-დან 9 ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში სტუმრობით კონკრეტული ფილმების ლოკაციების ნახვის გამოა დაინტერესებული. სწორედ ამ ინსაითით შეიქმნა რეკლამა, რომელიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამ იდეის განხორციელება კი მიზნად ოსკაროსანმა კინორეჟისორმა ტომ ჰუპერმა დაისახა.
Starring GREAT Britain-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაერთიანებული სამეფოს როლს აღნიშნავს საკულტო ფილმებში, რომელთა შორისაც Mission: Impossible-ს, Spider-Man-ს, Harry Potter-ს, House of the Dragon-ს, Bridgerton-ს, Paddington Mash-up-ს, Succession-სა და სხვებს ვხვდებით. უცბად დრაკონი რომ ჩიტად გადაიქცევა, ეს ამბავი ტოპ ჰუპერს უნდა დავაბრალოთ:
„გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში წამყვანი ადგილია კინორეჟისორებისთვის — ამ სამყაროში ყველასთვის საყვარელი და ყველაზე შემოსავლიანი ფილმებისა თუ სატელევიზიო შოუების სახლია, დაწყებული კამერის მიღმა არსებული ადამიანებით და დამთავრებული კამერის წინ მყოფი პირებით. ჩვენი Starring GREAT Britain-ის კამპანია გაერთიანებულ სამეფოს Real star of the show-დ გვაცნობს, მიჰყავს აუდიტორია ეკრანის მიღმა მოგზაურობაში, იწვევს ტურისტებს, გამოცადონ ფილმების მაგია რეალურ ცხოვრებაში და დაგეგმონ გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობა ახლავე“, — აცხადებს ემმა უილკინსონი, VisitBritain-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ამ ფილმში კიდევ უფრო საინტერესო ის გზაა, რომლითაც ტურისტული საბჭო ბრიტანელების, როგორც ეროვნების, პოპულარიზაციას ცდილობს. ბრიტანელობის ირგვლივ არსებულ ცვალებად იდეებს ასახავს და მიგვანიშნებს, რა არის მიმზიდველი ტურისტებისთვის მათში. ხოლო, კონკრეტული ლოკაციების ჩვენებით გაერთიანებული სამეფოს გართობის ინდუსტრიასაც უწევენ პოპულარიზაციას.
კამპანიაზე, VisitBritain-თან ერთად, Pablo London-ის სააგენტომ იმუშავა. ქვემოთ კი თანმხლები პოსტერები შეგიძლიათ, ნახოთ:

















