ალბათ, ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად გესმით ილონ მასკის, მისი მიღწევებისა თუ გეგმების შესახებ. ოთხშაბათს კი მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ მიაღწია რეკეტამ Starship აპოგეას, შემდეგ კი, სწრაფი დაშვების შედეგად, აფეთქდა. რაკეტის ეს პროტოტიპი ილონ მასკის ოცნების განხორციელებას ემსახურება – ხალხის მარსზე გაშვებას.
მიუხედავად ცუდი დასასრულისა, ილონ მასკი და SpaceX-ის გუნდი ტესტირებას წარმატებულად მიიჩნევენ, რადგან სხვა რაკეტების პრტოტიპისგან განსხვავებით, ამ კონკრეტულმა შეძლო წარმატებით აფრენა და რამდენიმე კილომეტრის გავლა.
შეგახსენებთ, რომ SpaceX წარმატებული გახდა რაკეტებისა და თანამგზავრების გაშვების ბიზნესში და ის ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიაა.