SpaceX პლანეტათაშორისი რაკეტის Starship შექმნაზე მუშაობს, რომელმაც ადამიანების მარსზე გადაყვანა უნდა უზრუნველყოს. დღეს, 5 აგვისტოს რაკეტის პროტოტიპი წარმატებით აფრინდა 150 მეტრზე და დედამიწაზეც წარმატებით დაეშვა. ხომალდს SN5 მისი ცხვირი აკლდა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ტესტირებისას რაკეტის პროტოტიპი იყო გამოყენებული.
ტესტირება NASASpaceflight-ის YouTube-ის არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. წარმატებული გამოცდის შემდეგ, SpaceX-ის შემქმნელ ილონ მასკს ტვიტერზე კითხეს, თუ რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი. მისი თქმით, სანამ Starship სიმაღლეზე იფრენს, რამდენიმე მსგავსი, პატარა „ნახტომი“ იქნება საჭირო.
https://twitter.com/elonmusk/status/1290826885375696899?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1290826885375696899%7Ctwgr%5E&ref_url=https%3A%2F%2Fwww.engadget.com%2Fspacex-starship-024049261.html
SpaceX-მა Starship SN5-ის გამოცდის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ტესტირებას სხვადასხვა კუთხიდან გვანახებს. ვიდეოს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ. დღევანდელი წარმატების მიუხედავად კი, SpaceX-ის გუნდს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ მთვარეზე, ან მარსზე ასტრონავტების გადაყვანის უზრუნველყოფას შეძლებს.










