30
დეკ
2017

ანტრეპრენუარობა ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ!

30 დეკ 2017

ანტრეპრენუარების ცხოვრება, ერთი შეხედვით, ძალიან მომხიბვლელი ჩანს. კომპანიის შექმნა, საკუთარი წესებისა და გრაფიკის დადგენა, მაცდური და მიმზიდველი ამბავია.

statiebi-bog
statiebi-bog

 

„20 წლის ასაკში გავხდი ანტრეპრენუარი. მას შემდეგ, ჩემთვის, ამ ცნების აღქმა 180 გრადუსით შეიცვალა. ახალგაზრდობაში, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ყველანი დიდ კორპორაციაში მუშაობაზე ვოცნებობდით, მაშინ ასე აღვიქვამდით წარმატებას. ახლა პირიქითაა, ყველას საკუთარი კომპანიის შემქნა და ანტრეპრენუარობა უნდა. წარმატების თუ მის გარეშე, ეს საქმიანობა „ამერიკული მთების“ ატრაქციონს ჰგავს, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, გულისრევას იწვევს“,- ამბობს ანტრეპრენუარი და Idea Booth-ის კრეატიული დირექტორი რონ გიბორი.

სინამდვილეში ანტრეპრენუარობა, სულ არ არის ისეთი, როგორც პუბლიკაციებში აღწერენ. შიგნიდან, ბევრად უფრო რთულადაა ყველაფერი. ნუ გექნებათ იმის ილუზია,რომ 9-დან 5 საათამდე იმუშავებთ და უქმეებზე დაისვენებთ.  კვირაში 7 დღე და დღე-ღამეში 24 საათი უნდა იმუშაოთ იმისთვის, რომ 10 წარმატებული სტარტაპიდან 1 სწორედ თქვენი იყოს. სტატისტიკა აჩვენებს, თუ რისთვის უნდა იყოთ მზად და რა მსხვერპლის გაღება მოგიწევთ, თუ ანტრეპრენუარობას გადაწყვეტთ.

წარმატებულ ანტრეპრენუარებს, პრაქტიკულად, ხალხი აიდიალებს, თვლიან, რომ ისინი სხვაზე მეტად ბედნიერები, მიზანდასახულები, მოტივირებულები და წარმატებულები არიან. წლიდან წლამდე, უამრავი წიგნი გამოდის, იქმნება კურსები და კომპანიები, რომლებიც, მსურველებს, ოცნების ასრულებას და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დახმარებას ჰპირდებიან,მაგრამ ანტრეპრენუარობას იმდენი შრომა სჭირდება, ასეთი ცხოვრების სტილი, ბევრისთვის, დამაბრკოლებელია.

„საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ანტრეპრენუარობა, საკუთარი კომპანიის შექმნა ძალიან რთულია. ემოციურად მთლიანად იფიტები. კარიერის მანძილზე რამდენიმე კომპანია შევქმენი და ყოველ ჯერზე მიხდებოდა ამ სირთულეების თავიდან გადალახვა. ინვესტორები, პარტნიორები და თანამშრომლები ინვესტიციას თქვენში დებენ და არა თქვენს კომპანიაში. ასე რომ, წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ შეძლებთ, თუნდაც, 80 საათი შეუსვენებლად იმუშაოთ და საერთოდაც, ცხოვრება თქვენს ახლად შემქნილ კომპანიას მიუძღვნათ“, – ამბობს რონ გიბორი.

ასე რომ, სანამ ანტრეპრენუარობას დაიწყებთ, კარგად შეაფასეთ თქვენი მოლოდინი და გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტები:

ბიზნესის დაწყება არ არის მარტივი და არც ისე სწრაფად ვითარდება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს!

გახსოვდეთ, ყველა დიდ მიღწევას წინ დიდი იმედგაცრუება უძღვის! 

ზუსტად განსაზღვრეთ და ერთმანეთისგან გამიჯნეთ, რისი გაკეთება გსურთ და რისი გაკეთება მოგიწევთ!ხშირად, სწორედ ეს უკანასკნელი უნდა აირჩიოთ.  

გახსოვდეთ, ანტრეპრენუარის საქმიანობაში, მარცხი და წარუმატებლობა გარდაუვალია!  

წყარო: www.inc.com



განხილვა