29
Aug
2019

პირველი ნაბიჯი შენ გადადგი! – „პორშეს“ დებიუტი Formula E-ს ჩემპიონატზე

29 Aug 2019



მუდმივად ახალ გამოწვევებთან გამკლავებით, ჩვენი კომფორტის ზონას ვაფართოებთ და იმის პასუხისმგებლობასაც ვიღებთ ხოლმე, რომ ჩვენი გამოცდილება სხვებმაც გაიზიარონ. ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ „პორშე“ გადაწყვიტა, სპეციალურად ფორმულა E-სთვის სრულად ახალი ელექტრონული ავტომობილი „99X Electric“ შეექმნა და ერთი ფორმულით – „დაიწყე ნულიდან“ კონცეფციით შეეფუთა.

ყველას გვიწევს რაღაციდან დაწყება. იმისთვის, რომ სადმე  რამეს მივაღწიოთ, ყოველთვის გვიწევს პირველი, უცნობი და ერთი შეხედვით, ძალიან საშიში ნაბიჯის გადადგმა. როგორც წესი, სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმას სჭირდება ხოლმე ყველაზე დიდი სიმამაცე, – Porsche.

ამ ეტაპზე, მისი მხრიდან, ყველაზე დიდი სიმამაცის გამოჩენა „99X Electric-ის“ „ფორმულა 1-ის“ ელექტრონული ავტომობილების ჩემპიონატში მონაწილეობა აღმოჩნდა.

ელექტრონული ავტომობილების შეჯიბრი Formula E 2019-2020 წლებში, უკვე მეექვსედ გაიმართება, „პორშე“ კი, პირველად მიიღებს ჩემპიონატის მონაწილის სტატუსს.

ახალწვეულობის მიუხედავად, ბრენდმა იცის, რომ არ უნდა შეშინდეს, სიმამაცე გამოიჩინოს და გამარჯვებისთვის ნულიდან დაიწყოს ბრძოლა!

Formula E ავტოსპორტის მიმართულებაა და ამ შემთხვევაში, ერთმანეთს მხოლოდ ელექტრონული მანქანები ეჯიბრებიან.

„ფორმულა 1-ის“ ელექტრონული ავტომობილების ჩემპიონატის არსებობის იდეაზე განხილვები 2011 წლიდან მიმდინარეობდა, თუმცა საინაუგურაციო ჩემპიონატი პეკინში, 2014 წელს შედგა.

Formula E-ს მეექვსე სეზონი 2019 წლის ნოემბერში, საუდის არაბეთში დაიწყება და როგორც უკვე ცნობილია, ელექტრონული ავტომობილები ერთმანეთს ღამის რბოლაში შეეჯიბრებიან.

პორშე სრულად ელეტრონული ავტომობილის წარმოებას 2019 წლიდან შეურთდა, მისი პირველი ელეტრონული ავტომობილის, ტაიკანის, პრეზენტაცია, 2019 წლის 4 სექტემებრს 17:00 საათზე გაიმართება. „ტაიკანი“ განსხვავებით „99X Electri“-გან სამომხმარებლო ბაზრისთვის არის შექმნილი და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ტაიკანის ოფიციალური წარდგენის ლაივ რეჟიმში ყურება პორშე ცენტრი თბილისის ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

[R]

განხილვა