28
Sep
2018

13 ოქტომბერს! Start in Georgia – ღონისძიება ბიზნესითა და მეწარმეობით დაინტერესებულთათვის

28 Sep 2018

13 ოქტომბერს Expo Georgia-ში წელს უკვე მეორედ ტარდება მასშტაბური გამოფენა Start in Georgia, მეწარმეებისთვის და ბიზნესის დაწყების მსურველებისთვისღონისძიების უმთავრესი მიზანია, მეწარმეებს, სტარტაპერებსა და ბიზნესის დაწყების მსურველებს მიაწოდოს მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გაზარდოს მეწარმეობის სურვილი და წვლილი შეიტანოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. ერთ სივრცეში შესაძლებელია, რომ ბიზნესის დამწყებმა და სტარტაპერმა გადაჭრას ყველა გამოწვევა, რაც სწორი სტარტის აღებას უწყობს ხელს.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წლიდან 2016 წლის საშუალო მონაცემებით 37278 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ხოლო იმავე წლების საშუალო მონაცემებით 23436 საწარმო გაუქმდა. ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ღონისძიების ორგანიზატორებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მეწარმეებმა აიღონ სწორი სტარტი, რაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

გასული წლისგან განსხვავებით, წლევანდელ ღონისძიებაზე ვიზიტორების გაორმაგებულ რაოდენობას, 10 000 ვიზიტორს ელოდებიან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომლებსაც ექსკლუზიური შეთავაზებები აქვთ უკვე არსებული, დამწყები და მომავალი მეწარმეებისთვის.

ეს კომპანიებია:

ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;

დაფინანსების პროგრამები;

ბიზნეს საკონსულტაციო, იურიდიული და მარკეტინგული კომპანიები;

სახელმწიფო პროგრამები;

ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროგრამები/პროექტები და სერვისები.

[R]

განხილვა