in

START UP YOUR BETTER FUTURE – კონკურსი ინოვაციური სტარტაპებისთვის!

საერთაშორისო კომპანია British American Tobacco (საქართველოს წარმომადგენლობა) სტარტაპერებისთვის აცხადებს კონკურსს – START UP YOUR BETTER FUTURE. მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ბიზნეს იდეა იყოს ინოვაციური. კავკასიაში ბრენდის კოორდინატორი სოფო ბოლქვაძე ამბობს, რომ პროექტის მიზანია, დამწყებმა მეწარმეებმა ორიგინალური და წარმატების პოტენციალის მქონე იდეების განხორციელება შეძლონ.

bog
bog-mob

 

სოფო ბოლქვაძე: START UP YOUR BETTER FUTURE – არის ვირტუალური პლატფორმა დამწყები სტარტაპერებისთვის. მათ ვთავაზობთ გაგვიზიარონ ინოვაციური იდეა ვებგვერდზე და გამარჯვების შემთხვევაში, მიიღონ დაფინანსება სტარტაპის განსახორციელებლად.

როგორ უნდა ჩაერთონ მსურველები კონკურსში?

მსურველებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტარტაპ იდეა უნდა განათავსონ ჩვენს ვებგვერდზე. ეს საკმაოდ მარტივია – პოტენციური მონაწილე უნდა დარეგისტრირდეს www.kent.ge-ზე და განათავსოს საკუთარი სტარტაპ იდეა, ანუ ჩაერთოს კონკურსში. ჩვენი მიზნობრივი აუდიტორიაა სრულწლოვანი მწეველები, ხშირად ისმის კითხვა, რატომ მწეველები? იმიტომ, რომ სტარტაპ იდეის ვებგვერდზე განსათავსებლად საჭიროა კოდი, რომელიც მოთავსეულია KENT HD-სა და KENT NANOTEK-ის კოლოფებში.

რაც შეეხება კონკურსის წესებს. . .

კონკურსი გრძელდება 3 თვეს (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი). თვეში ერთხელ, 3 სტარტაპი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, გადადის ფინალში. შედეგად, კონკურსის ფინალში გვეყოლება 9 სტარტაპერი, მათ შორის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

ვინ არიან ჟიურის წევრები?

ჟიური შედგება სამი წევრისაგან. ორი ჟიურის წევრის ვინაობა უკვე ცნობილია, ესენი არიან გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი, ხოლო მეორე კი აკო ახალაია – Marketer.ge-ს დამფუძნებელი და Silk Road Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. რაც შეეხება მესამე წევრს, მის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

რამდენ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური და რა პრიზები გადაეცემათ მათ? 

გამოვავლენთ 3 გამარჯვებულს, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას საკუთარი სტარტაპის განვითარებისთვის. I ადგილზე გასულ სტარტაპერს 30 000 ლარი, II ადგილზე – 20 000 ლარი და III ადგილოსანს კი 10 000 ლარი გადაეცემა.

რა არის ამ კამპანიის მიზანი?

პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შევუწყოთ სტარტაპერებს, რომ მათ შეძლონ ორიგინალური, ინოვაციური და წარმატების პოტენციალის მქონე იდეების განხორციელება.

რა მოხდებოდა „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟები ქართველები რომ ყოფილიყვნენ?!

ნამდვილი აზარტი მომხმარებლისთვის! – Burger King-ის მოულოდნელობებით სავსე ახალი ბურგერი