30 იანვარს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-მა starta Business Club-ის წარდგენის ღონისძიებას უმასპინძლა. ბიზნეს კლუბი SMEDA-ს ციფრული აქსელერატორის — starta-ს ბაზაზე შეიქმნა და განკუთვნილია დამწყები ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის.
starta ციფრული აქსელერატორია, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური დახმარებით SMEDA-მ შექმნა. აქსელერაციის პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების (დამწყები თუ უკვე არსებული) მხარდაჭერა. Starta მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია.
starta Busiess Club-ის მიზანია, დამწყებ ბიზნესებს შესთავაზოს იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებზე წვდომა, რომელიც მათი სამეწარმეო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს; დაეხმარებათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. კლუბი საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებს და მხარდაჭერილია USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის მიერ.
„Starta-ს ბიზნეს კლუბის სახით გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ეკოსისტემა დამწყები ბიზნესის დახმარებისა და განვითარებისთვის, სადაც ისინი სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერას მიიღებენ როგორც ბიზნესის საწყის, ისე შემდგომი განვითარების ეტაპებზე. ამ თვალსაზრისით კლუბი უნიკალურია საქართველოში.
ბიზნესს კლუბის იდეაა, გავაერთიანოთ ყველა დაინტერესებული მხარე (საჯარო, კერძოდ და სამოქალაქო სექტორი), ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, რომ რაიმე ფორმით საკუთარი კონტრიბუცია განახორციელოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში. სასიხარულოა, რომ დაინტერესება კლუბის დაანონსების პირველივე დღეებიდან ძალიან მაღალია და კლუბს უკვე ჰყავს რამდენიმე ათეული პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება“, — აცხადებენ starta Business Club-ში.“,
Starta Business Club-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ნეთვორქინგ შეხვედრების ორგანიზება ბიზნეს კლუბის წევრებისთვის;
- ინდივიდუალური მენტორინგის შესაძლებლობა;
- საკონსულტაციო სერვისების მიწოდება კლუბის წევრებისთვის სპეციალური პირობებით;
- შეხვედრების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
ბიზნეს კლუბის წევრები თავდაპირველად მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული starta-ს პროგრამის მონაწილეები იქნებიან, რომელთა რაოდენობაც ამ ეტაპზე 100-მდეა, თუმცა ეს რიცხვი მომდევნო წლებში გაიზრდება და ბიზნეს კლუბი ღია გახდება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.
გარდა იმ ბენეფიტებისა, რომლებსაც starta Business Club საკუთარ წევრებისთვის უზრუნველყოფს, ბიზნეს კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური პირობებით ისეთ პროფესიულ სერვისებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესის სწორად წარმართვისათვის. ამ მიმართულების განვითარებისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა — მათ შორის არიან Optimo, პსპ დაზღვევა, Terminal, Geosoft, ევრო კრედიტი და ა. შ.
starta Business Club-ში გაწევრიანების ან პარტნიორობის სურვილის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა.
starta Business Club-ის მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციას SMEDA-ს სოციალური გვერდის მეშვეობით შეიტყობთ.
Starta Business Club — შენი ბიზნესის წარმატებისთვის!
[R]