5
დეკ
2017

16 -17 დეკემბერს, რიგით მეორე „სტარტაპ ექსპო“ გაიმართება

5 დეკ 2017

16 -17 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” რიგით მეორე „სტარტაპ ექსპო” გაიმართება. Startup Market არის პლატფორმა, რომელიც ეხმარება დამწყებ მეწარმეებს მათი პროდუქციის პოპულარიზაცია-რეალიზაციაში და ცდილობს ხელი შეუწყოს ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებას. პლატფორმა აერთიანებს გამორჩეულ, ხარისხიან და სანდო სტარტაპებს, აძლევს მათ საშუალებას მიიღონ შთაგონება და ახალი გამოცდილება, აგრეთვე, იპოვონ პარტნიორი ან მომწოდებელი.

 

წლის შემაჯამებელი სტარტაპ ექსპო მასშტაბური საახალწლო გამოფენა-გაყიდვაა, რომელიც აერთიანებს 120 -მდე სტარტაპს. „ექსპოზე“, ასევე, წარმოდგენილია სტარტაპების მხარდამჭერი დიდი კომპანიები და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ საქართველოში წარმოებული, მრავალფეროვანი საახალწლო საჩუქრები.

Startup Market მარკეტინგული პროექტების მართვის კომპანია BetterFly-სა და „ფილიპ მორის საქართველოს“ ერთობლივი პროექტია, „აწარმოე საქართველო” კი პროექტის ყველაზე აქტიური მხარდაჭერია. საერთო ძალისხმევით, შემდეგი წლიდან, Startup Market-ის ახალი მიმართულებებით განვითარება იგეგმება.

[R]

განხილვა