საქართველოს წამყვანი სტარტაპ ღონისძიება, საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრება, 19 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. სტარტაპ შეჯიბრებაში განაცხადების მიღება დაწყებულია და ბოლო ვადა 11 ივნისია.
წელს შეჯიბრებას საინტერესო ელემენტი ემატება: Wildcard კონკურსი. ეს არის დამატებითი შანსი დაინტერესებული სტარტაპებისთვის, წარმოაჩინონ თავიანთი კომპანია სოციალურ მედიაში. ყველაზე აქტიურ სტარტაპს კი შესაძლებობა მიეცემა, გახდეს მე-10 რჩეული მონაწილე და წარდგეს ფინალურ ღონისძიებაზე 19 ივნისს. სრული ინფორმაცია და წესები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/aDRhm.
რას უნდა ელოდოთ 2025 წლის სამიტზე?
19 ივნისი:
- ვორქშოფები Fundraising-ის, იურიდიული საკითხების, ოპერაციების მართვის შესახებ (შეზღუდული რაოდენობით)
- საჯარო გამოსვლები, პანელური დისკუსიები და fireside საუბრები
- გამოფენა და ნეთვორქინგი
- Startup World Cup Georgia ფინალი — ტოპ 10 სტარტაპის გამოსვლა
- დღის დახურვა VIP მიღებით
20 ივნისი:
შერჩეული ინვესტორებისთვის — სიღრმისეული განხილვები ვენჩურული კაპიტალის და ინვესტირების მომავალზე.
ღონისძიებაზე დასწრების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.
შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის სტარტაპებმა უნდა შეავსონ განაცხადი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ startupconnect.ge
[პარტნიორის კონტენტი]











