in

„შენი საკუთარის შექმნა არის ყველაზე მაგარი საქმიანობა!“ – სტარტაპერი 1 წლისაა

სტარტაპერი უკვე 1 წლისაა და განვლილი წელიც შეაჯამა: „ჩვენ დავინახეთ პოტენციალი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ საინტერესო იდეები. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა რაღაც პლატფორმა, რომელიც ამ ადამიანებს გააერთიანებდა… ერთი მხრივ, სტარტაპერი არის ადამიანი, რომელიც აკეთებს სტარტაპს და მეორე მხრივ, სტარტაპერი არის სტარტაპ ერი, ანუ სტარტაპ ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ სტარტაპის კეთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ზუსტად ეს ინსპირაცია გვინდა, მივცეთ ადამიანებს, რომ ბიზნესის კეთება და შენი საკუთარის შექმნა არის ყველაზე მაგარი საქმიანობა“, – ნათია სვანიძე, პროგრამა სტარტაპერის მენეჯერი.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/startuperi/videos/149300045738734/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

განვლილი 1 წელი რიცხვებში ასე გამოიყურება:
12 000-მა სტარტაპმა ისარგებლა პროგრამის სხვადასხვა მიმართულებით;
სტარტაპერის მიერ გაცემული დაფინანსება შეადგენს 33 მლნ ლარს;
500-მდე სტარტაპი დაესწრო პროგრამის საგანმანათლებლო ნაწილს;
სტარტაპებზე შექმნილმა ქონთენთის რიჩმა 11 მლნ-ს მიაღწია.

მეტი რომანტიკული ემოჯი სოციალურ სივრცეს! – Tinder-ის ორიგინალური პროტესტი 

ყანწის ფორმის თერმო ჭიქა – Goat Mug საქართველოშია!