#გვეამაყები თიბისი ბიზნესის -„სტარტაპერის“ ახალი კამპანიაა, რომელიც დღეს დაიწყო და დაახლოებით, თვე-ნახევარს გასტანს. კამპანია მიმართულია ადამიანებზე, რომლებიც არაფერს იშურებენ იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი, რაც შეიძლება, წარმატებული გახადონ. ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო Holmes & watson-მა იმუშავა. მარკეტერი კამპანიის დეტალებეზე ესაუბრა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს – ნიკა ქურდიანს.
M: რა იგულისხმება კამპანიაში #გვეამაყები?
კამპანია #გვეამაყები ეს არის უფრო პლატფორმული ხასიათის მესიჯი – თიბისი ბანკს ეამაყება საკუთარი კლიენტები, რომლებიც აკეთებენ ბიზნესს და რომლებიც ჩართულები არიან სამეწარმეო საქმიანობაში. ამ კამპანიის შინაარსი აგებულია იმ კონცეფციაზე, რომ ადამიანი საკუთარ ბიზნესს შვილივით უვლის. ინსაიტი გამოვიდა ბევრი კვლევის, კლიენტებთან საუბრის შედეგად.
M: რას ემსახურება კამპანია?
კამპანია ესმახურება ერთი მხრივ, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას, იმის ჩვენებას, ეს ხალხი რამდენს შრომობს საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის და მეორე მხრივ, იმას, რომ თიბისი ბანკი არის საუკეთესო ბანკი ბიზნესის მომსახურებისთვის.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/tbcbank/videos/10154412577871188/” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
თიბისი ბანკის ახალი პროგრამა – „სტარტაპერი” შეიქმნა 2017 წლის თებერვალში. მისი მიზანია სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის დაწყების სტიმულირება. პროგრამა სტარტაპერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. შეიქმნა ასევე სპეციალური ონლაინჰაბი www.startuperi.ge, სადაც პროგრამის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.












