in

სტარტაპი კოსმოსში რობოტთა ფლოტის შექმნას აპირებს

სტარტაპების უმეტესობა თამამი იდეებით გამოირჩევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც Quantum Space-ია. მას რობოტი დამხმარეების ფლოტის შექმნა სურს, რომელსაც მთვარის მახლობლად სხვადასხვა დავალების შესრულება შეეძლება. მაგალითად, მთვარის სივრცეში ინტერნეტ შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მონაცემების შეგროვება, კოსმოსური ხომალდების საწვავის შევსება და სტრუქტურების აწყობა.

M2
M2

კომპანია Quantum Space 2021 წელს ჩამოყალიბდა. მის სათავეში სტივ იურჩეკი დგას — იგი NASA-ს ასოცირებული ადმინისტრატორი იყო, ახლა კი სამ მეწარმესთან და კოსმოსის ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, რობოტი დამხმარეების ფლოტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. 

NASA მთვარეზე მრავალი მისიის განხორციელებას აპირებს. სწორედ ამიტომ, Quantum Space ისეთი რობოტების შექმნას ცდილობს, რომლებიც მათ ამ მისიის შესრულებაში დაეხმარება. მაგალითად: NASA მთვარის ირგვლივ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, ინტერნეტის მსგავსი სისტემა LunaNet-ის შექმნას გეგმავს, რომელიც დედამიწაზე არსებულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ნაკლებად იქნება. სტივი კი ფიქრობს, რომ სტარტაპი NASA-ს ამ პროექტის განხორციელებაში დაეხმარება. კომპანიის მოლოდინებს თუ დავეყრდნობით, ისეთ რობოტთა ფლოტს შექმნის, რომელიც მთვარეს, დედამიწასა და კოსმოსს შორის კომუნიკაციას გააადვილებს. 

კომუნიკაციებთან ერთად, Quantum Space-ს დედამიწისა და მთვარის ზედაპირზე დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, კლიმატისა თუ ასტეროიდების მონიტორინგი შეეძლება. მეტიც, ის კოსმოსური მოძრაობის სერვისებს კოსმოსურ ხომალდებს მიაწვდის, რომლებიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს. რობოტთა ფლოტს კი მთვარესა და დედამიწას შორის, ე. წ. ლაგრანჟის წერტილში მოათავსებენ, რადგან აქ მას სტაბილურობის შენარჩუნება ყველაზე მეტად შეეძლება. 

Quantum Space-ს საკუთარი რობოტთა მომსახურე კოსმოსური ხომალდის შექმნასაც გეგმავს. ეს სატელიტური მექანიკოსი იქნება, რომელიც ახლომდებარე ხომალდებს საწვავით შეავსებს და გაარემონტებს. ბორტზე კი რობოტების გარდა არავინ იცხოვრებს.

ამჟამად კომპანია გზამკვლევის მისიაზე მუშაობს. ის 2024 წლის გაზაფხულზე საცდელ რობოტს ლაგრანჟის წერტილში გაგზავნის.

ორი ქართველი მეცნიერისა და CERN-ის თანამშრომლობის ამბავი

“პირველად საქართველოში, ინოვაციური ლაზერი ესთეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად” – Fotona