ცოტა ხნის წინ, ვიდეორგოლები გავრცელდა, სადაც ავტოლიზინგ სტარტოს მომსახურების შესახებაა მოთხრობილი. ვიდეორგოლებზე გიორგი ოკმელაშვილმა იმუშავა. დეტალებისთვის “სტარტოს” მარკეტინგის მენეჯერს ელენე სიგუას მივმართეთ: “სტარტო არის უსწრაფესი ავტოლიზინგი ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად და ზედმეტი საბუთების წარდგენის გარეშე, ონლაინ განაცხადის შევსებით: მიიღოს დაფინანსება ავტომობილის შესაძენად, მიიღოს თანხა მისი არსებული მანქანის უზრუნველყოფით, დაპორტირდეს სტარტოში და გაიუმჯობესოს პირობები ავტო-სესხზე. პირველი რეკლამის გზავნილი ისაა, რომ შესაძლებელია ავტომობილის შესაძენად დაფინანსება მიიღოთ არსებული მანქანის უზრუნველყოფით, ხოლო მეორე რეკლამა სტარტოში პორტირებასა და ავტოსესხის გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას.”














