24
Jan
2018

მარცხი, როგორც წარმატების რეცეპტის ინგრედიენტი – ტექნოპარკში ,,Startup Beats”-ის სტუმარი დავით გოგიჩაიშვილი იქნება

24 Jan 2018

25 იანვარს, 19:00 საათზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა # 7) პროექტ Startup Beats-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გაიმართება.

მარცხი, როგორც წარმატების რეცეპტის ინგრედიენტი – Startup Beats-ის სტუმარი ბიზნესკონსულტანტი და ტრენერი დავით გოგიჩაიშვილი იქნება.

ჩვენი სტუმარი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს ინოვაციის აუცილებლობაზე მენეჯმენტში, ქართველი ინოვატორების გამოწვევებზე, სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე, როგორც წარმატების აუცილებელ ინგრედიენტზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

პროექტი Startup Beats ინოვაციების სააგენტოს პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს გამოცდილება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა და გამოცდილმა ადამიანებმა გაუზიარონ. პროექტის მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა.

განხილვა