29
Nov
2017

30 ნოემბერს, ტექნოპარკს, StartupBeats-ის ფარგლებში, “ანაკლია სითის” გენერალური დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ეწვევა!

29 Nov 2017

StartupBeats სტარტაპებისთვის შექმნილი პროექტია, სადაც წარმატებული ადამიანები თავიანთ გამოცდილებას, წარმატების თუ წარუმატებლობის ორტორიებს უზიარებენ დამწყებ ბიზნესმენებს. 30 ნოემბერს, 17:30 საათზე, ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს პროექტ StartupBeats-ის ფარგლებში სტუმრად  ქეთი ბოჭორიშვილი “ანაკლია სითის” გენერალური დირექტორი ეწვევა, რომელიც ისაუბრებს მის გამოცდილებაზე, მომავალ გეგმებზე და გამოწვევებზე.

ქეთი ბოჭორიშვილი ისაუბრებს “ანაკლია სითიზე”, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება და რეგიონში მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი გახდება. „ანაკლია სითი“ თავდაპირველ ეტაპზე იქნება ლოჯისტიკური და მსუბუქი მრეწველობისათვის განკუთვნილი სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საცხოვრებელი და ტურისტული კომპლექსები, ასევე გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები. სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, ერთ ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის, როგორც ექსპორტის წახალისების, ასევე განვითარების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ტექნოლოგიების ტრანსფერის და სხვა მიმართულებებით.

დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია გაიარეთ მოცემულ ბმულზე: https://goo.gl/rDPjaq

განხილვა