in

Startup Challenge — მიიღე 1 მილიონამდე ევროს მოცულობის ინვესტიცია!

Touch Summit სტარტაპებს უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს

Touch Platform, ჰოლანდიურ ფონდებთან (Acrobator VC და Crosspring) თანამშრომლობით, სტარტაპ გამოწვევას აცხადებს. მასში მონაწილეობა კი სამიტზე დამსწრე ყველა ი, ტექნოლოგიურ სტარტაპს შეეძლება, რომელიც მზადაა ვენჩურული ფონდის ინვესტიციის მოსაზიდად.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, მხოლოდ 10 შერჩეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, ფინალამდე სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები გაიაროს. ბოლოს კი საკუთარ კომპანიას კონკურსის პარტნიორი VC ფონდებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგენენ. კონფერენციის დახურვის დღეს 3 ფინალისტს მიეცემა საშუალება, მთავარ სცენაზე დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგეს.

სტარტაპების შერჩევის კრიტერიუმები: 

  • ეტაპი: კონკურსი ღიაა ადრეულ (SEED) ეტაპის კომპანიებისთვის.
  • სექტორი: კონკურსი ძირითადად დაინტერესებულია B2B (ან B2C) AI/ML პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპებით სხვადასხვა სექტორში, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინტექნიკის, ინფრასტრუქტურის, სინთეზური მედიისა და მონაცემთა გადატვირთვის ტექნოლოგიების ჩათვლით.
  • ინვესტიციისთვის მზაობა: ეძებენ სტარტაპებს, რომლებიც ამჟამად დაფინანსების მოზიდვაზე მუშაობენ.
  • ვალიდაცია: მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური იდეები ღირებულია, ორგანიზატორები აქცენტს აკეთებენ კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომ თქვენს პროდუქტსა ან მომსახურებაზე ნამდვილად არსებობს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა.
  • გავლენა: განსაკუთრებით დაინტერესებული არიან სტარტაპებით, რომლებსაც აქვთ მასშტაბირების პოტენციალი და შანსი, მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქონიოს გლობალურ ან რეგიონულ დონეზე.

შერჩევის პროცესი:

პირველ რიგში, სტარტაპებმა განაცხადი 2023 წლის 17 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ. შემდეგ კი ყველა სტარტაპი დაყოფილი იქნება შიდა სეგმენტებად. ამასთან, თითოეულ მათგანს ორი დამოუკიდებელი შემფასებელი შეაფასებს, რომლებსაც გამოცდილების საფუძველზე შეარჩევენ, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად.

საგულისხმოა, რომ შეფასებებისა და პირადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემფასებლები 5 რეკომენდაციას მიაწვდიან Startup Challenge-ის პარტნიორ VC-ებსა და ინვესტორებს.  ამის საფუძველზე პარტნიორი VC და ინვესტორები შეარჩევენ ტოპ 10 სტარტაპს, რომლებიც ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

უკვე ნახევარფინალი კი 7 დეკემბერს გაიმართება, რომლის ბოლოსაც 3 სტარტაპს შეარჩევენ შესრულებული ფიჩის, ექსპერტების შეფასებისა და მოწოდებული მასალების საფუძველზე. ხოლო გამარჯვებული სტარტაპ(ებ)ი მიიღებენ შანსს გააგრძელონ საინვესტიციო მოლაპარაკების პროცესი კონკურსის პარტნიორ ერთ ან მეტ ინვესტორთან.

2023 წლის 8 დეკემბერს 3 საუკეთესო სტარტაპი გამოვა მთავარ სცენაზე და გამარჯვებულ(ებ)ის ვინაობა ცნობილი გახდება.

„Startup Challenge-ში გამარჯვება ნიშნავს, რომ თქვენი სტარტაპი მიმზიდველია დასავლური VC-ების უმეტესობისთვის! თუმცა კონკურსის მოგება არ იძლევა დაფინანსების 100%-იან გარანტიას, რადგან საინვესტიციო გარიგების პირობების განხილვა თავად ინვესტორთან მოხდება“, — აცხადებენ ორგანიზატორები.

გაითვალისწინეთ, Startup Challenge-ში მონაწილეობისთვის აუცილებელია, სტარტაპს ჰქონდეს Touch Summit-ზე დასასწრები Startup Pass. 

აპლიკაციის შესავსებად და მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს.

Starbucks-მა საახალწლო ჭიქები გამოუშვა!

The Beatles-ის „უკანასკნელი სიმღერა“ გამოვიდა