in

კონკურსი “StartUp cup”- 13 მარტს დასრულდება.

თასი

თასიკონკურსი Start up– ებისთვის “StartUp cup”– 13 მარტს დასრულდება. საბოოლოდ, ვის პროექტს დააფინანსებენ და ვისი ბიზნესი ან იდეა გაგრძელდება სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოში ამ პროექტის ორგანიზატორი თინათინ ღოლაძე ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობა ბიზნეს იდეის ან უკვე არსებული ბიზნესის (5 წლიანი არსებობით) მქონე მსურველებს შეუძლიათ. ამავდროულად, მათ 1 000 000 ლარზე მეტი ბრუნვა არ უნდა ჰქონდეთ.

”კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა ვებ–გვერდზე  http://georgia.startupcup.com  2013 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. აქ მსურველები საკუთარ ბიზნეს იდეის ან უკვე არსებული ბიზნესის შესახებ წერენ ინფორმაციას. შემდეგ ჟიური გამოავლენს 25 ჯგუფს.

თითოეულში, შესაძლოა, შედიოდეს 1-3 ადამიანამდე. ჟიური შედგება 9 წევრისაგან და მასში შედიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები, ან ამ სფეროსთან დაკავშირებული პირები, მეწარმეები, ინვესტორები. მათი ვინაობა მალე გახდება ცნობილი”.

თინათინ ღოლაძე ამბობს, 25 შერჩეული გუნდის წევრები მოამზადებენ პრეზენტაციებს. ამაში კი მათ სპეციალური მწვრთნელები დაეხმარებიან. ნახევარ ფინალში სწორედ ამ პროექტებს წარადგენენ, გამართავენ პრეზენტაციებს, საიდანაც ჟიური 12 საუკეთესოს შეარჩევს. შემდეგ ეტაპზე, ისევ მწვრთნელთა დახმარებით, საკუთარ ბიზნეს მოდელებს წარადგენენ და ფინალში მხოლოდ 7 მათგანი მოხვდება.

”მათ ექნებათ საშუალება თავიანთი ბიზნეს მოდელი პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ და დაარწმუნონ, დააფინანსონ. წარმატება მათსავე მუშაობაზეა დამოკიდებული. აქ იქნებიან ინვესტორები, მეწარმეები და ა. შ. ზოგადად, ასე რომ ვთქვათ, ეს პროექტის საინკუბაციო პერიოდია, იმ 7 პროექტის წარმდგენებმა (ვისაც ფინალისთვის შეარჩევს ჟიური) იურიდიული რეგისტრაცია უნდა გაიარონ. კვლევა ჩაატარონ და ა. შ. ანუ რეალურად მუშაობენ ამ პროექტზე, როგორც მეწარმეები”.

რაც შეეხება ინვესტორებს, თინათინ ღოლაძის თქმით, დეტალები ამ დრომდე ზუსტდება. მათ შორის  საუბარია ორ ადგილობრივი საინვესტიციო ჯგუფის და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებსა და ერთ- ერთ ამერიკელ მეწარმეზე.

ამბობს, რომ დასავლეთში საკმაოდ პოპულარული პროექტია. პირველად ის 2007 წელს ამერიკაში ჩატარდა. დღეს კი, მსოფლიოს 36 ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს. “StartUp cup” საქართველოში პირველად ტარდება.

”ჯერ-ჯერობით არ ვიცით, რა თანხით მოხდება მონაწილეების დაფინანსება ან რითი განისაზღვრება ფულადი ჯილდო. ამ დეტალებზე ახლა მიდის მუშაობა. მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარ ბიზნეს მოდელებზე ბიზნესის წარმატებულ წარმოამდგენლებთან ერთად იმუშაონ.

ეს პროექტი დიდი წარმატებით სარგებლობს ამერიკაში, ევროპაში, კავკასიაში. მაგალითად, სასომხეთში აქ წარდგენილი პროექტებიდან 10 იქცა ან დარჩა როგორც ბიზნესი. საერთოდ, მსოფლიოს სტატისტიკით, ამ კონკურსზე წარდგენილი ბიზნეს მოდელების 90% შემდეგ უკვე პროექტის სახით გრძელდება. ასე რომ, დიდი შესაძლებლობებია მათთვის, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება ან
უკვე არსებულის განვითარება”.

Splinter Cell-ის პრეზენტაცია და გაგიჟებული გეიმერები

GoodYear-ის საბურავით უკვე გემიც მოძრაობს.