10
Jun
2019

ანაზღაურებადი დეკრეტი ბიზნესის დასაწყებად! – თიბისის პროექტი “სტარტაპ-დეკრეტი” იწყება!

10 Jun 2019

რამდენჯერ გვითქვამს: “რაღაც ჩემი მინდა წამოვიწყო”. იდეა გვაქვს, მაგრამ დაბრკოლებად ხან დროის ნაკლებობას მივიჩნევთ, ხან – ფინანსების. თანამშრომლების ბიზნეს იდეების ხელშესაწყობად, თიბისიმ პროექტი “სტარტაპ-დეკრეტი” შექმნა. თიბისელებს შეუძლიათ, საკუთარი ბიზნეს იდეების განსავითარებლად 6-თვიანი დეკრეტი აიღონ და ეს დრო ჩანაფიქრის განხორციელებას მოახმარონ. კი, მაგრამ დეკრეტს ხომ, როგორც წესი, ბავშვის გამო იღებენ ხოლმე? იდეის ავტორების აზრით, ბიზნესს ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორც ახალშობილს, სწორედ ამიტომაც ჰქვია პროექტს “სტარტაპ-დეკრეტი”. დეკრეტულ შვებულებას თიბისი სრულად აანაზღაურებს და თანამშრომლებს ჩანაფიქრის ჯერ სტარტაპად, შემდეგ კი ბიზნესად ქცევაში დაეხმარება. “სტარტაპ-დეკრეტის” მონაწილეები ავტომატურად გახდებიან პროგრამა “სტარტაპერის” მონაწილეები და დამატებითი შეღავათებითაც ისარგებლებენ.

პროექტს კონკურსის სახეც ექნება. “სტარტაპ-დეკრეტის” ფარგლებში, თიბისელები საკუთარ იდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ორგანიზატორების თქმით, ბიზნეს იდეა უნდა იყოს ინოვაციური,  ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს.

განხილვა