in

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Startup Design-ისა და UX დიზაინის კურსები იწყება

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Startup Design-ისა და UX დიზაინის კურსები იწყება. მთავარი ოპერაციების მენეჯერის ნინა ქარჩხაძის თქმით, ახალი მიმართულებების დამატება მუდმივი მოთხოვნის გამო გადაწყვიტეს. ამბობს, რომ მათი მიზანი, ისეთი ნიშური პროგრამების შექმნაა, რომელიც ადამიანებს პრობლემების გადაჭრასა და კარიერული პოტენციალის გაზრდაში დაეხმარება.

 

https://www.facebook.com/commschoolge/videos/2953857438015715/

 

კურსებზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, სწავლა კი აპრილში დაიწყება.

ნინა ქარჩხაძე: წელიწად-ნახევრის განმავლობაში სტრატეგიული კომუნიკაციის 2 პროგრამა „ჩავუშვით“. პარალელურად, ვაკვირდებოდით საგანმანათლებლო სფეროს, ვსწავლობდით პრობლემებსა და საჭიროებებს, ჩვენს კურსდამთავრებულებთან და ლექტორებთან სამომავლო განვითარების გეგმებს განვიხილავდით. ამ ყველაფერს თან ახლდა ისიც, რომ მუდმივად იყო მოთხოვნა ახალი კურსების დამატებაზე – ჩვენი მხრიდან საკმარისი ცოდნა და ადამიანური რესურსი კი ხელს გვიწყობს ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, შევქმენით კიდეც სტარტაპ დიზაინის და UX დიზაინის კურსები.

 

რას მოიცავს UX Design-ის ​კურსი და ვინ არიან ამ პროგრამის ლექტორები? 

ნ.ქ. : UX დიზაინის 9 კვირიანი კურსი 18 ლექციას [54 საათი] მოიცავს. ამ პროგრამაზე სტუდენტები ისწავლიან UX პროცესების სწორად დაგეგმვასა და წარმართვას – ღრმად ჩავიხედავთ ისეთ თემებში, როგორიცაა UX კვლევა, დიზაინი, პროტოტიპის შექმნის ინსტრუმენტები და ტექნიკები, მომხმარებლის ტესტირება და შედეგების გაზომვა. რაც შეეხება ლექტორებს, ესენი არიან მემე და თეა კობახიძე – თეა თიბისი მობაილ ბანკის ციფრული პროდუქტის განვითარების მენეჯერი და მობაილბანკის გუნდის კაპიტანია (Product Owner). მარიამს კი მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს ვიზუალური დიზაინის, მონაცემების ვიზუალიზაციის, Front-end დეველოპმენტის და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტის კუთხით. ამჟამად UX დიზაინერების ლიდერია თიბისიში.

UX დიზაინის კურსის ლექტორები თეა კობახიძე და მემე

რაც შეეხება Startup Design-ის პროგრამას და მის ლექტორს . . .

ნ.ქ. : სტარტაპ დიზაინის პროგრამაზე, 8 კვირის განმავლობაში, 10 ლექცია [30 საათი] ჩატარდება – სტუდენტები გაეცნობიან სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილებით შემუშავებულ პრინციპებს სტარტაპების შესაქმნელად და გასავითარებლად. რეალური მაგალითებით მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ მოიფიქრონ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზა, როგორ მიაღწიონ სწრაფ ზრდას. ამ კურსს წარუძღვება გაგა დარსალია, ადამიანი, რომელმაც თავისი სტარტაპი ძალიან მასშტაბურ ბიზნესად აქცია – „რედბერიმ“ მოიზიდა 3.2$ მლნ-ის ინვესტიცია, რაც საკუთარი „სტარტაპ სტუდიას“ შექმნისთვის გამოიყენა.

Startup Design-ის ლექტორი გაგა დარსალია

რითი იქნება ეს პროგრამები გამორჩეული?

ნ.ქ. : UX დიზაინი არის კომბინირებული კურსი, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ვორქშოპებს. მასში გაერთიანებულია როგორც პროდუქტის განვითარების, ისე უშუალოდ შესრულების ტექნიკები. ამიტომ, სტუდენტები ორივე, ფართო და ვიწრო ჭრილში დაინახავენ UX პროცესებს. სტარტაპ დიზაინის კურსი კი მთლიანად პრაქტიკულ მაგალითებზეა დაფუძნებული, რომელიც სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილებით შემუშავებულ პრინციპებს მოიცავს.

ჩვენს სტუდენტებს ულიმიტო წვდომა ექნებათ WARC-თან. ეს არის ბრიტანული კომპანია, რომელიც „ქეისების“, მონაცემების, სტატიებისა და ტრენდების უდიდესი მომწოდებელია მსოფლიოში. სკოლაში, ასევე,  ფუნქციონირებს Alumni Club, რომლის ფარგლებშიც უზრუნველვყოფთ კურსდამთავრებულების მაქსიმალურ მხარდაჭერას კარიერულ წინსვლაში. ეს გულისხმობს  ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და კონსულტაციებს.

https://www.facebook.com/commschoolge/videos/220291465807600/?epa=SEARCH_BOX

 

რას მისცემს განსაკუთრებულს ეს კურსები სტუდენტებს, ისეთს, რასაც სხვაგან ვერ ისწავლიან? 

ნ.ქ. : UX დიზაინის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ UX პროცესის სრულად აღქმა – კვლევის ჩატარებიდან პროტოტიპების შექმნამდე და გატესტვამდე. ექნებათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება, თუ როგორი უნდა იყოს კარგი პროდუქტი და დაინახავენ მას არამხოლოდ თავისი თვალთახედვიდან, არამედ ბიზნესის და მომხმარებლის კუთხიდანაც. ხოლო სტარტაპ დიზაინის კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს ეცოდინებათ როგორ და რა საერთო პრინციპების საფუძველზე იქმნება წარმატებული სტარტაპები. ისწავლიან, რა პროცესები უნდა გაიარონ და პრაქტიკაში როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ხელსაწყოები და „ფრეიმვორკები“ იმისათვის, რომ იდეიდან შექმნან პროდუქტი, რომლის სარგებლობაც ბევრ ადამიანს სურს.

მოკლევადიან კურსებს ხშირად სკეპტიკურად უყურებენ, ფიქრობენ, რომ მიღებული ცოდნა ზედაპირულია. როგორ აპირებთ, სტუდენტებს სიღრმისეული ცოდნა მისცეთ 8 და 9 კვირიანი პროგრამით? 

ნ.ქ. : სანამ მიღებას გამოვაცხადებდით, ლექტორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ კურსის სილაბუსზე – ეს საშუალებას გვაძლევს, თითოეული პროგრამის შინაარსი იყოს ლოგიკურად გამართული და ამომწურავი, იმ დროში რასაც სტუდენტებს ვთავაზობთ. ჩვენთვის ძალიან საამაყო ის, რომ დარგის წამყვანი პრაქტიკოსი ლექტორების მიერ დაგროვილი გამოცდილება და ვარკის უდიდესი მონაცემთა ბაზა ხელს გვიწყობს, სწავლება იყოს ქეისზე დაფუძნებული. სწორედ ეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კომბინაცია, აძლევს სტუდენტს საშუალებას  ფართე ჭრილში აღიქვას საერთო  სურათი და იპოვოს პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გზა.

[R]

“სამოსს Adidas-ის მიერ ავტორიზებულ ფაბრიკაში ვკერავთ” – ქართული ბრენდი Tami Sport

რას უდრის „ორი“, თუ ერთმანეთს გვანცა ჩიჯავაძისა და სოფო გურასპაშვილის იდეებს ვუმატებთ?