in

10 სტარტაპი, რომლის ნახვაც Mystartup.ge-ზე შეგიძლიათ

Mystartup.ge ის ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლია, იპოვო საშენო ორიგინალური ნაწარმი ქართველი სტარტაპერებისგან. იქნება ეს უკვე საყვარელი მცირე კომპანიის პროდუქცია, თუ სრულიად ახალი აღმოჩენა. წარმოგიდგენთ 10 საინტერესო სტარტაპს, რომლის ნახვაც Mystartup.ge-ზე შეგიძლიათ.

ჩუ არის სახალისო ქართული სამაგიდო თამაში, რომლითაც შეგიძლია მეგობრებთან ერთად გაერთო და ამასთანავე ჟესტური ენაც შეისწავლო.

მადელაინი უკვე 2 წელია ქართულ ბაზარზეა და აწარმოებს ქართულ ხელნაკეთ, უსაფრთხო სათამაშოებს. „მადელაინის“ შემქმნელებმა სათამაშოების გაკეთება 11 წლის წინ დაიწყეს, როდესაც მათ ოჯახში პირველი შვილი გაჩნდა. დღემდე მათი ნაწარმის მთავარი შემფასებლები და მენტორები მათი შვილები არიან.

პარმა არის ეკო ტყავისგან დამზადებული ხელნაკეთი, ფერადი ჩანთები გამორჩეული და ფერადი ადამიანებისთვის.

ნიკო ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა, სხვადასხვა ხის მასალისგან ქალისა და მამაკაცის სამკაულებს.

ნუფ-ნუფი ხის ხელნაკეთ სიგარეტის და ასანთის კოლოფებს აწარმოებს, რომელიც შექმნილია შენი საყვარელი ფერწერული ტილოების შთაგონებით.

wood-area წიგნის ორიგინალურ სანიშნებს აწარმოებს. ფიროსმანის თუ სხვა გამოჩენილი ქართველი არტისტების პერსონაჟები და შენი ბავშვობის მულტფილმის გმირები „ვუდ არეამ“ მოხდენილ სანიშნებად აქცია.

მიდი თანამედროვე სუვენირებს ქმნის.  ეს არის ხშირად გამოყენებადი ფრაზების ერთობლიობა, რომლებიც გამომსახველობას სხვა და სხვა ნივთებზე პოულებს.

მარიანოს ბრენდის ფარგლებში მომხმარებელი ხვდება სპილენძით და ბუნებრივი ქვებით შექმნილ ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს. ნივთების დამუშავება ხდება უშუალოდ ხელით (ე.წ. “Wire wrap” ტექნოლოგიით) – არ გამოიყენება დამატებითი მოწყობილობები.

სკაუტი ფერად პინებს ქმნის. პაწაწინა ხინკლებს, სცენებს საყვარელი ფილმებიდან თუ სხვა მოგონებებს ეს ბრენდი გაგიცოცხლებს და შეგიძლია, გულით, ჩანთით ან ხელით ატარო.

პინო  ქმნის მინიმალისტური დიზაინის ხის ავეჯს – წიგნის ორიგინალურ თაროებს, დახვეწილი დიზაინის ტანსაცმლის საკიდს და სხვა საჭირო ნივთებს, რომლებიც ესთეტიკასთან ერთად, პრაქტიკულ საჭიროებებზეც არის გათვლილი.

„ამ მშვენიერი ნივთების შეძენა, „ონლაინ“, შეგიძლია Mystartup.ge-ზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილზე მიტანით. VISA-თი გადახდისას კი, გადახდილი თანხის 40%-ს უკან დაიბრუნებ“.

 

[R]

ხრაშუნი მომგებიანია! – Wolt-ის და KFC-ის საზაფხულო კამპანია

„ევროპაბეთზე“ მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი, ნარდში, დასრულდა