in ,

სპიკერები, რომელთა გამოც Startup Grind-ს უნდა დაესწროთ

Startup Grind Europe-Asia Connect – ასე ჰქვია ტექნოლოგიურ სამიტს, რომელიც, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, თბილისში, 8-10 ნოემბერს გაიმართება. ეს ლონდონისა და სილიკონ ველის შემდეგ, Startup Grind-ის ეგიდით ჩატარებული სიდიდით მესამე ღონისძიება იქნება. რეგიონულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე 20-ზე მეტი ქვეყნიდან 1500 დელეგატს ელოდებიან.

ასეთი მასშტაბის სტარტაპ ღონისძიება საქართველოში და ზოგადად რეგიონში, პირველად გაიმართება, შესაბამისად, მისი მასპინძლობა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, სტარტაპებისათვის ერთგვარი რეგიონული ჰაბის სტატუსი მოიპოვოს, სადაც ანტრეპრენერები, სტარტაპერები და ინვესტორები უამრავ საინტერესო და ინოვაციურ იდეას ერთობლივი ძალისხმევით რეალობად აქცევენ.

Startup Grind-ის ღონისძიებაზე დასწრებით, სტარტაპერებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემათ, მოუსმინონ 30-ზე მეტ სპიკერს. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ მომხსენებლების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც, მიგვაჩნია, რომ Startup Grind-ზე დასწრებისთვის ცოცხალი მიზეზები არიან:

Amrit Dhir – რამდენიმე კარიერული მარცხის შემდეგ, ახლა უკვე Google-ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. წარსულში, მას უმუშავია Alphabet-ის ისეთ ინოვაციურ პროდუქტებზე, როგორიც Google Research-ში მანქანური სწავლება, ბუნებრივი ენის დამუშავებაა, აგრეთვე, Cultural Institute-ში (Google Art Project), Google [X] და Google Life Sciences-ში (იგივე Verily). ამჟამად, იგი Google-ის ერთ-ერთი პროგრამის – campus.co – ფარგლებში – საოპერაციო აქტივობებს და გლობალურ გაფართოებას ხელმძღვანელობს.

Bill Reichert – Garage Technology Ventures – ის დირექტორი, ბილ რაიქტერის ძირითად სფეროს იმ საინფორმაციო ტექტნოლოგიების ხელშეწყობა წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ საფეხურზეა. იგი 20 წლეზე მეტია ამ მიმართულებით საქმიანობს. startupgrind.ge

Sacha Michaud – Glovo-ს თანადამფუძნებელი. მისი კომპანია ევროპის, აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის 23-ზე მეტ ქვეყანაში, 2018 წლიდან კი საქართველოშიც ფუნქციონირებს. საშა, როგორც სერიული ანტერპრენერი, 15 წელია ინტერნეტ კომპანიების განვითარების სფეროში წარმატებით მოღვაწეობს.

Amy Peck – ემი პეკი EndeavorVR-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. იგი ძირითადად ციფრული მედიის და XR სტრატეგიაზე დაფუძნებული ტექნოლოგიების მიმართულებით და სტარტაპებით არის დაინტერესებული და შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობს Fortune 500-ის კომპანიებთან. ემი, როგორც სფეროს ექსპერტი, აღიარებული სპიკერია, რომელიც მსოფლიოს XR-ის მომავალზე მოუთხრობს.

Sheel Monoht – შილ მონო ძირითადად ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთია დაინტერესებული. მის სახელს ორი წარმატებული სტარტაპ პროექტი უკავშირდება – FeeFighters და Innovative Auctions. მას, როგორც 500 Startups Fintech Fund- ის დამფუძნებლსა და ინვესტორს, უკანასკნელი 6 წლის მანძილზე, 80-ზე მეტ კომპანიაში აქვს ინვესტიცია განხორციელებული.

Briggitte Baumann – ბრიჯიტ ბაუმანი Angel ონლაინ საინვესტიციო პლათფორმის Go Beyond Investing-ის ხელმძღვანელია. მის სახელზე 100-მდე კომპანიაში განხორციელბული ინვსტიციაა. ევროპაში წლის Angel ინვესტორად აღიარებულ ბაუმანს, აგრეთვე, ტოპ 50 ქალს შორისაც აქვს ადგილი დამკვიდრებული, სტარტაპებისა და ვაუჩერული კაპიტალის მიმართულებით.

adjarabet.com Tech Jam 2019-ს უმასპინძლებს

ულვაშები ქალებსაც აქვთ!