22
Jun
2018

„სტარტაპ გრაინდის“ ლონდონში ვიზიტი დასრულდა! ზაქ კოელიუსი კი 25 ივნისს, თბილისს ეწვევა

22 Jun 2018

სტარტაპ გრაინდ თბილისის“ ვიზიტი ლონდონში დასრულდა, ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი კი, Zach Coelius – ანგელოზი ინვესტორი, 25 ივნისს, საქართველოს ორი დღით ეწვევა.

რაც შეეხება Stratup Grind-ის მიმდინარეობის მორიგ დეტალებს: ქართულმა დელეგაციამ 5 დღის განმავლობაში, 11-დან 15 ივნისის ჩათვლით, შვიდ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პირველად, თემთა პალატაში – “House of Commons of the United Kingdom“ ქართულ-ბრიტანული ბიზნეს მიღება გაიმართა, რომელსაც სს მისო „კრისტალი“ და „ფონდი კრისტალი“ მასპინძლობდა. შეკრებას დეპუტატი ფაბიან ჰამილტონი და 80-მდე საპატიო სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, იყვნენ ლორდთა და თემთა პალატის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ქართულ-ბრიტანული სექტორის წარომადგენლები და სტარტაპ ევროპის ქართველ-ბრიტანელი სტარტაპები. გთავაზობთ კომუნიკაციების სპეციალისტ ნინო ლაშხის სიუჟეტს: 

ფონდმა „კრისტალმა“ სტუმრებს ქართული ჩურჩხელები და ნაციონალური სუვენირები გადასცა, თავის მხრივ,  მიღების ბოლოს, სტუმრების საპატივცემულოდ ბრიტანულმა ანსამბლმა ქართული „მრავალჟამიერი“ შეასრულა.პროგრამის ძირითადი, 2 დღიანი შეხვედრის გარდა, საჯარო სექტორმა, „აწარმოე საქართველოში“ და „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ Google Campus-ში თავიანთი პრეზენტაციები წარადგინეს და ქვეყნის პრიორიტებები განსაზღვრეს “DoingBusiness-ის“ მიმართულებით.

არაფორმალური შემაჯამებელი მიღება მოეწყო გალერისტ Katrine Levin-ის სახლში, სადაც უცხოელ სტუმრებს კავკასიურ სამზარეულოსთან ერთად ქართველი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ. Katrine Levin-ის ხელშეწყობით შემოდგომაზე ლონდონში ლევან ლაღიძის გამოფენა იგეგმება.“Google entrepreneur-ის“ მიერ დასპონსორებული გლობალური ღონისძება “StartupGrind“ 2010 წელს დაარსდა და უკვე 315 ქალაქში, 120 ქვეყანაში, ფუნქციონირებს. თითოეული მათგანი თავის ქვეყანაში, ყოველთვიურად, ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველოფს. მათ რიგებს შეუერთდა თბილისიც. “Startup Grind Tbilisi-ის“ მეშვეობით, წელს ორი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა სან-ფრანცისკოსა და ლონდონში. სწორედ სან-ფრანცისკოს გლობალურ კონფერენციაზე მოხერხდა Zach Coelius-ის გაცნობა და მისი საქართველოთი დაინტერესება.Zach Coelius – ანგელოზი ინვესტორია, რომელიც სან-ფრანცისკოს გამორჩეული სპიკერების სიაშია შესული. მისი საქართველოში ვიზიტის ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია ბილეთების შეძენით მისამართზე: https://www.startupgrind.com/events/details/startup-grind-tbilisi-presents-the-unicorn-whisperer-zach-coelius-on-4-exits-and-investing-in-a-unicorn#/

Startup Grind 2018-ის მონაწილეები იყვნენ: “Enterprise Georgia“, “Georgian Innovation and Technolog Agency“, “British Embassy”, “Orient Logic”, “Crystal Fund”, “British Georgian Chamber Commerce”, “Embassy of Georgia in UK”, “European Business Association”.

სტარტაპები: V-Rex immersive ; Quickcash; Pulsar AI; Lingwing; Winefinder და ახალგაზრდა ანტერპრენუარების სკოლა – Lingua; Pick.ge;
Hony5500; Netwise.

განხილვა